მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » „მოთხოვნა მაღალია, მარაგი შეზღუდულია“ – დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვაქცინაციის მსურველთა უკმაყოფილებას პასუხობს

„მოთხოვნა მაღალია, მარაგი შეზღუდულია“ – დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვაქცინაციის მსურველთა უკმაყოფილებას პასუხობს

ტექნიკური ხარვეზები ჯავშნების პორტალზე აღმოფხვრილია – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„მადლობას გიხდით მაღალი ინტერესისთვის და ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის,“ – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ სინოფარმის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია შეუძლია მას, ვისაც პირველი აცრიდან ზუსტად 21-ე დღეს უნდა აცრის გაკეთება.

ისინი კი, ვისაც პირველი აცრიდან 21-28 დღის ინტერვალში რომელიმე თარიღის არჩევა სურს, ამას შეძლებს 20 მაისის 20:00 საათიდან.

სინოფარმის პირველი დოზისთვის რეგისტრაციის მოთხოვნა მაღალია, მეორე მხრივ მარაგი შეზღუდულია. სინოფარმის დამატებით დოზებს ველოდებით ივნისში,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი შეახსენებს მოსახლეობას, რომ ასტრაზენეკას პირველი დოზით აცრისთვის დარეგისტრირება შეუძლია 45 წლის და უფროს მოქალაქეებს.

გრძელდება ასტრაზენეკას მეორე დოზით ვაქცინაციაც, რომლისთვისაც  რეგისტრაცია შესაძლებელია ვებ გვერდზე booking.moh.gov.ge.

ფაიზერის არსებული მარაგებით მოქალაქეების სრულად აცრის პროცესი კი რამდენიმე დღეში დამთავრდება. „დამატებითი დოზების მისაღებად მოლაპარაკებები გრძელდება,“- აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.

Jandacva.ge-მ გადაამოწმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სისწორე: კონკრეტული პირის „ასტრაზენეკას“ პირველ დოზაზე დარეგისტრირება შეუძლებელი აღმოჩნდა.  პროგრამა ჯავშნის დადასტურების ეტაპზე ჩერდება და პროცესი ბოლომდე არ მიჰყავს. შესაბამისად, ხარვეზები ისევ ფიქსირდება.

 

იხილეთ ასევე

ამირან გამყრელიძე: ოთხი თვის განმავლობაში ქვეყანაში 3 მლნ 600 000 დოზა, ოთხი დასახელების ვაქცინა შემოვა

ივლისიდან საქართველოში დღეში 20-25 ათასი აცრა უნდა ჩატარდეს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა …