მთავარი » მსოფლიო » მსოფლიოს სამი ვირუსი – RSV, COVID-19 და გრიპი ერთდროულად უტევს – რა გაგფრთხილებით გამოდის ჯანმო

მსოფლიოს სამი ვირუსი – RSV, COVID-19 და გრიპი ერთდროულად უტევს – რა გაგფრთხილებით გამოდის ჯანმო

ევროპაში მწვავე რესპირატორული დაავადების სიმპტომების მქონე ადამიანებს შორის გრიპზე დადებითობის მაჩვენებელი 12%-ია, რაც ევროპის მიერ დადგენილი ეპიდ ზღვირის 10%-იან მაჩვენებელს აღემატება. ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზ წერეთელი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ასეთი სიტუაცია მეორე კვირაა ფიქსირდება.

ეს კი, ზაზა წერეთლის განცხადებით, მიუთითებს იმაზე, რომ გრიპის ეპიდემია ევროპულ რეგიონში დაწყებულია. ასე ადრე გრიპის ეპიდემია ევროპაში ბოლო 4 წლის განმავლობაში არ დაწყებულა.

„საფრანგეთმა, გერმანიამ, საბერძნეთმა, ისრაელმა, ყაზახეთმა, ყირგიზეთმა, ნიდერლანდებმა, პორტუგალიამ, ესპანეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ (შოტლანდია) განაცხადეს, რომ სეზონური გრიპის მაჩვენებელი 10%-ზე მეტი იყო სენტინელ პირველადი ჯანდაცვის სფეროში.

ამ მომენტისათის ევროპაში როგორც A, ასევე B ტიპის გრიპის ვირუსები გამოვლინდა ყველა მონიტორინგის სისტემაში,“ – წერს ზაზა წერეთელი.

მისივე თქმით, ევროპაში ასევა ე.წ რესპირატორული სინსიტიალური (sin-SISH-uhl) ვირუსით ინფიცირების შემთხვევები.

ჰოსპიტალიზაციის ზრდა დაფიქსირდა ჩრდილოეთ ამერიკაშიც და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს სიფხიზლისკენ, რამეთუ ისინი ახალ დგანან RSV, COVID-19 და გრიპის ინფექციების ერთდროული ტალღების წინაშე.

„RSV არის საერთო რესპირატორული ვირუსი, რომელიც ზოგადად იწვევს მსუბუქ რესპირატორულ სიმპტომებს. თუმცა, მან შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ავადმყოფობა ჩვილებსა და მოხუცებში და არის ამ ჯგუფებში ბრონქიოლიტისა და პნევმონიის ძირითადი მიზეზი.

ევროპაში ბოლო კვირის მდგომარეობით, ბრონქიოლიტის გამო სასწრაფო დახმარების განყოფილებებში ვიზიტები კვლავ გაიზარდა სკოლის არდადეგების ხანმოკლე შემცირების შემდეგ, განსაკუთრებით ორ წლამდე ასაკის ბავშვებში. ეს უკვე ზედიზედ მესამე კვირაა. როდესაც ბრონქიოლიტი იყო ჰოსპიტალიზაციის მთავარი მიზეზი ორ წლამდე ასაკის ბავშვების სასწრაფო დახმარების განყოფილებაში ვიზიტის შემდეგ.

რიგმა ქვეყნებმა დააფიქსირეს RSV-ის გამოვლენის ზრდა უფორ ადრე ვიდრე ეს წინა წლებში ხდებოდა. საფრანგეთმა, ირლანდიამ, ესპანეთმა, შვედეთმა და შეერთებულმა შტატებმა პედიატრიულ საავადმყოფოებში პაციენტების ზრდა დააფიქსირეს.

შემთხვევების ადრეული ზრდა არ არის სრულიად მოულოდნელი, თუმცა საჭიროებს შემდგომ მონიტორინგს და კლინიცისტების ცნობიერების ამაღლებას,“ – აღნიშნავს ზაზა წერეთელი.

იხილეთ ასევე

კოვიდ 19-ის კატასტროფული აფეთქების მიუხედავად, ჩინეთი აშშ-დან ვაქცინების მიღებაზე უარს ამბობს

ამერიკის შეერთებული შტაბების ხელისუფლებამ ჩინეთის მთავრობას თანამედროვე კოვიდსაწინააღმდეგო მ-რნმ-ვაქცინების მიწოდება შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. ინფორმაციას …