მთავარი » მსოფლიო » მსოფლიოში ხანგრძლივი კოვიდის პედიატრიული კლინიკები იხსნება

მსოფლიოში ხანგრძლივი კოვიდის პედიატრიული კლინიკები იხსნება

უცხოეთში პედიატრიული საავადმყოფოები ხანგრძლივი კოვიდის კლინიკებს ქმნიან. ამ თემაზე გამოცემა „ბლუმბერგი“ წერს და მოჰყავს აშშ-ში, კლივლენდში მდებარე საავადმყოფოს Rainbow Babies & Children’s Long Covid -ის მაგალითი.

კლინიკაში ნანახის საფუძველზე სტატიის ავტორი წერს, რომ ხანგრძლივი კოვიდის შედეგები  ბავშვებისთვის შესაძლოა განსაკუთრებით მძიმე იყოს.

„კლინიკაში მე შევხვდი 15 წლის ლინკოლნ ბროკმეიერს. მე ვესწრებოდი ექიმ ბროკმეიერთან მიღებას, როცა ბავშვი უყვებოდა ექიმებს, რომ მას არ შეუძლია, დღის დიდი ნაწილი ძილის გარეშე გაატაროს. ფეხებში ძალიან ძლიერი ტკივილები აქვს, ასევე აქვს თავბრუსხვევები, როცა მირბის. როცა დგება, მის ხელებსა და ფეხებზე ვენები მუქი-იისფერია,“ – წერს სტატიის ავტორი და აღნიშნავს, რომ ლინკოლნი მარტო არაა და ეს ნაკლებად შესწავლილი დაავადება მის თანატოლებსაც აწუხებს.

ფიზიკური ტკივილისა და დაღლილობის გარდა, ბროკმეიერმა ჟურნალისტს განუცხადა, რომ დაავადების დროს ზიანდება ფსიქიკური ჯანმრთელობაც, თუმცა ახლა ეს მდგომარეობა უმჯობესდება.

თითქოს ბავშვები კოვიდით უფრო იშვიათად ავადობენ, ვიდრე უფროსები, თუმცა კოლუმბიის უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების ექსპერტის დენიელ გრიფინის განცხადებით, ვირუსის გადატანის შემდეგ ბავშვების 5-10% მასთან გრძელვადიანი სიმპტომებით მიდის.

სწორედ ამ ციფრების გამო, აშშ-ში ხანგრძლივი კოვიდის კლინიკები 75-მა პედიატრიულმა საავადმყოფომ გახსნა.

იხილეთ ასევე

პოლონელებმა უკრაინელ ლტოლვილ პაციენტს გული დაუთმეს – ოპერაცია, რომელიც ომამდე არასდროს ჩატარებულა

ლვოვის ოლქის მცხოვრებ 36 წლის იულია სკიპს პოლონელებმა გული აჩუქეს. ესაა ორგანოს გადანერგვის პირველი ოპერაცია, …