მთავარი » რეფორმები » მსოფლიოში ყველაზე ეფექტური მოდელი საოჯახო მედიცინაზე დაფუძნებული პირველადი ჯანდაცვაა
მსოფლიოში ყველაზე ეფექტური მოდელი საოჯახო მედიცინაზე დაფუძნებული პირველადი ჯანდაცვაა

მსოფლიოში ყველაზე ეფექტური მოდელი საოჯახო მედიცინაზე დაფუძნებული პირველადი ჯანდაცვაა

„მსოფლიოში ყველაზე ეფექტური მოდელი საოჯახო მედიცინაზე დაფუძნებული პირველადი ჯანდაცვაა“,-ამის შესახებ „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის“ სამედიცინო დირექტორმა ბექა იოსელიანმა განაცხადა. 

დღეს “საოჯახო მედიცინის ეროვნულ სასწავლო ცენტრს” ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია და “გლობალური ალიანსის” პრეზიდენტი ჟან-ელი მალკინი სტუმრობდა.
ცენტრი 45000-ზე მეტ ბენეფიციარს ემსახურება.

ცენტრში ჯანდაცვის მინისტრის მოდგილის სტუმრობა მიზნად ისახავდა, ადგილზე გაცნობოდნენ დედაქალაქში მომუშავე ერთ-ერთი წარმატებული პირველადი ჯანდაცვის ობიექტის ფუნქციონირებას.
“გლობალური ალიანსის” პრეზიდენტისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის პრაქტიკული მუშაობის გაცნობა, პირველადი ჯანდაცვის დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში.

ჟან ელი მალკინის განცხადებით, საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს საოჯახო მედიცინის ცენტრი.

„ეს არის ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის პირველი ხაზი – ადგილი, რომელსაც ხალხი პრობლემებით მიმართავს და ისინი ღებულობენ თბილ დახვედრას. პერსონალის პროფესიონალიზმი, თავდადება და მათ მიერ გაწეული მომსახურების ხარისხი გამაოგნებელია“,-განაცხადა ჟან ელი მალკინმა.

„საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის“ სამედიცინო დირექტორის ბექა იოსელიანის შეფასებით, კი ცენტრი სადემონსტრაციოა, რომელიც სათემო პრინციპით მუშაობს.

„დიდ ყურადღებას ვუთმობთ ინფორმაციის სტატისტიკურ დამუშავებას, რასაც ავტომატიზირებული სისტემების შემდეგი ანალიზისთვის ვიყენებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიის სამომავლო სტრატეგიის დაგეგმისთვის.
კომპანიაში ეფექტურად მუშაობს სხვადასხვა ავტომატიზირებული სისტემა, ხარისხზე ორიენტირებული გადახდის სისტემა და პრევენციაზე ორიენტირებული სერვისები.
არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ პირველადი ჯანდაცვა მედიცინის ხერხემალია. მსოფლიოში ყველაზე ეფექტური მოდელი, საოჯახო მედიცინაზე დაფუძნებული პირველადი ჯანდაცვაა,“ – აღნიშნავს ცენტრის სამედიცინო დირექტორი.

მნიშვნელოვანია, რომ „საოჯახო მედიცინის ეროვნულ სასწავლო ცენტრის“ ოჯახის ექიმებმა, მენეჯერებმა, და ზოგადი პრაქტიკის ექიმებმა გადამზადება ინგლისში, კერძოდ კი ლონდონში გაიარეს.

„ჩვენ ვართ ხარისხზე ორიენტირებულნი. ხარისხის ინსტრუმენტების დანერგვით შეგვიძლია მოსახლეობას მივაწოდოთ მაღალხარისხიანი ხარჯეფექტური სამედიცინო მომსახურება, რომელიც პაციენტის საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული. სასწავლო ცენტრის სტაფი ცდილობს უწყვეტად იყოს ჩართული პროფესიული განვითარების სქემებში, რომ მათი ცოდნა მუდმივად განახლებადი იყოს“, – განაცხადა იოსელიანმა.

პირველადი ჯანდაცვის რეფორმის დაგეგმვასა და განხორციელებაში სამინისტროს კონსულტაციას „გლობალური ალიანსი“ უწევს.
პირველადი ჯანდაცვის რეფორმა სამინისტრომ ახალ პრიორიტეტად გამოაცხადა. ეს რეფორმა C ჰეპატიტისა და ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამების პარლელურად განხორციელდება. რეფორმის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და მინისტრის განცხადების თანახმად, რეფორმის კონკრეტული გეგმა ოქტომბრის ბოლოსთვის დასრულდება.

რეფორმის მიზანია პრევენციული მედიცინის როლის გაზრდა, სამედიცინო სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, პოლიკლინიკებისა და ამბულატორიების (განსაკუთრებით რეგიონებში) ინფრასტრუქტურული მოწესრიგება და მათი სათანადოდ აღჭურვა, პირველად რგოლში დასაქმებული ექიმებისა და ექთნების შრომის ღირსეული ანაზღაურების უზრუნველყოფა და ასევე მათი პროფესიული გადამზადების ეფექტიანი სისტემის ამოქმედება.

kvira.ge

იხილეთ ასევე

ვფიქრობ, სერგეენკოს გუნდი პირველადი რგოლის რეფორმას სწორ მიმართულებას მისცემს. პირველ რგოლში სამინისტრო უახლოეს მომავალში რეფორმის გატარებას გეგმავს.

ვფიქრობ, სერგეენკოს გუნდი პირველადი რგოლის რეფორმას სწორ მიმართულებას მისცემს

ვფიქრობ, სერგეენკოს გუნდი პირველადი რგოლის რეფორმას სწორ მიმართულებას მისცემს. ჯანდაცვის პირველ რგოლში ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს მომავალში …