მთავარი » ჯანდაცვა » მთავრობამ ჯანდაცვის ხარჯებს მეთვალყურეობა უნდა გაუწიოს და მათი დაზოგვა უზრუნველყოს

მთავრობამ ჯანდაცვის ხარჯებს მეთვალყურეობა უნდა გაუწიოს და მათი დაზოგვა უზრუნველყოს

მთავრობამ 2016 წელს ჯანდაცვის ხარჯებს მეთვალყურეობა უნდა გაუწიოს და ეფექტიანობის ზრდით მათი დაზოგვა უზრუნველყოს, – ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც “ინტერპრესნიუსს” საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან აცნობეს, მისია მარკ გრიფითსის ხელმძღვანელობით, სსფ-ის სარეზერვო დაფინანსების პროგრამის მეორე და მესამე მიმოხილვის ფორმატში დისკუსიების გასამართად თბილისში 9-21 ნოემბერს იმყოფებოდა.

მარკ გრიფითსის განცხადებით, ონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, სახელმწიფო შემოსავლები წელს მაღალია, როგორც საგადასახადო, ასევე არასაგადასახადო შემოსავლებისა და გრანტებიდან დაგეგმილზე მაღალი შემოსავლების გამო. 

“გაზრდილი შემოსავლები მთავრობას შესაძლებლობას მისცემს ფისკალური დეფიციტი შეინარჩუნოს მშპ-ს 3 პროცენტზე ან ოდნავ მაღალ მაჩვენებელზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, სუბსიდიებზე და ივნისის თვეში მოვარდნილი ღვარცოფით გამოწვეული სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის გაზრდილი ხარჯების მიუხედავად”, – აცხადებს გრიფითსი.

მისივე შეფასებით, 2016 წლის ბიუჯეტი, მშპ-ს 3 პროცენტის ოდენობის დეფიციტით, ინკლუზიურ ზრდას ხელს უწყობს და საგარეო სტაბილურობას აუმჯობესებდეს.

“მთავრობის პრიორიტეტების შესაბამისად სოციალური დაცვისა და ეკონომიკური ზრდის სტიმულირების კუთხით ბიუჯეტი გულისხმობს ხარჯების ზრდას საყოველთაო ჯანდაცვასა და პენსიებზე. ჯანდაცვის ხარჯები 2015 წელს დაგეგმილზე გაცილებით მაღალი იყო.

მთავრობამ მეთვალყურეობა უნდა გაუწიოს ამ ხარჯებს 2016 წელს და ეფექტიანობის ზრდით უზრუნველყოს ხარჯების დაზოგვა. ხოლო თუ გადახარჯვა კვლავ გაგრძელდება, მთავრობას მზად უნდა ჰქონდეს სარეზერვო გეგმა დეფიზიტის მშპ-ს 3 პროცენტის ფარგლებში შესანარჩუნებლად.

დიდი ფისკალური რისკები, რომლებიც გამომდინარეობს, მათ შორის, ჰიდროენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების წასახალისებლად ელექტროენერგიის შესყიდვის უზრუნველყოფად გაცემული სამთავრობო გარანტიებიდან, გულდასმით უნდა იმართებოდეს, რათა საქართველოს მიერ დიდი რუდუნებით მოპოვებული ფისკალური მდგრადობა იქნეს დაცული.

მნიშვნელოვანია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, ისეთი ფორმატის შემოღება, რომლითაც ასეთი გარანტიებიდან მომდინარე ფისკალური რისკის მონიტორინგი, შეფასება, მართვა და სრული განსაჯაროება მოხდება”, – აცხადებს გრიფითსი.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

“ფაიზერის” ვაცქინა საქართველოშია

“ფაიზერის” ვაცქინა საქართველოშია. კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატით დატვირთული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წუხელ, 00:20 საათზე დაეშვა. …