მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მთელი მსოფლიო ინდოეთსა და ჩინეთში წარმოებული პროდუქციით სარგებლობს
მთელი მსოფლიო ინდოეთსა და ჩინეთში წარმოებული პროდუქციით სარგებლობს, სადაც მედიკამენტების წარმოების ბიზნესი მაღალ დონეზეა განვითარებული.

მთელი მსოფლიო ინდოეთსა და ჩინეთში წარმოებული პროდუქციით სარგებლობს

ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“ ამბიციური გეგმებით შემოდის და მომხმარებელს უახლოეს მომავალში მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.

ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის. ამასთან, მისალემებიან ჯანდაცვის სამინისტროს ინიციაიტივას, რომელიც მედიკამენტების გაიაფების შეწყობის მიზნით, ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკების სეგმენტის გაფართოებასა და შემოსვლის აუცილებლობას ითვალისწინებს.

საზოგადოების დიდი ნაწილი მედიკამენტებზე ფასების დარეგულირების ერთ-ერთ წინაპირობად ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოებას ასახლებს. მედიკოსები და სპეციალისტები საზოგადოებაში არებულ მოსაზრებას, რომ ქართული და ინდური წარმოების მედიკამენტების უხარისხობის თაობაზე, საზოგადოების არასწორ და ინფორმაციულობის დაბალ დონეს უკავშირებენ.

ამიტომაც, მიაჩნიათ, რომ ჯენერიკების შესახებ ინფორმაციულობის დონე და ქვეყენაში მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლი უნდა გაიზარდოს, რაც თავისთავად გაზრდის ნდობას ჯენრიკების, მათ შორის ინდური წარმოების მედიკამენტების, მიმართ.

როგორც ირკვევა, ახალი კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“ ჯენერიკ მედიკამენტებს ძირითადად ინდოეთიდან შემოიტანს. რას ფიქრობენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ბაზარზე ახალი კომპანიის შემოსავლასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის წევრი გია ცაგარეიშვილი განმარტავს, რომ ახალი კომპანიის გამოჩენა ბაზარზე მისასლემებელი ფაქტია:

„ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანიების გამოჩენა მნიშვნელოვანია. მითუმეტეს თუ კომპანია ფლობს ყველა საჭირო სერტიფიკატს და პასუხობს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს და ასეთი სტანდარტების დამკვიდრებას ფარმაცევტულ ბაზარზე აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. შესაბსამისად, კომპანია ინდური იქნება, რუმინული თუ ქართული მნშვნელობა არ აქვს, ის ხარისხზე იქნება ორიენტირებული.

მთელი მსოფლიო ინდოეთსა და ჩინეთში წარმოებული პროდუქციით სარგებლობს, სადაც მედიკამენტების წარმოების ბიზნესი მაღალ დონეზეა განვითარებული.ამასთან,მსოფლიოს ფარმაცევტულ ბაზრებზე საკმაოდ ძლიერადაა წარმოდგენილი ჩინური,ინდური და პაკისტანური პროდუქტები“.

რაც შეეხება „ჰუმანითი ჯორჯიას“ პარლამენტარი აღნშნავს, რომ აუცილებელია კომპანია აკმაყოფილებდეს მოთხოვნას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არის აუცილებელი. „მაშინ აქ პრობლემას ვერ ვხედავ. აქ უკვე გემოვნების საკითხია, ვისაც უნდა ინდურ წამალს იყიდის, ვიღაც – გერმანულს ანბრიტანულს“.

„მედიკამენტებზე არსებული მაღალი ფასები მძიმე ტვირთად აწევს სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას. ხშირ შემთხვევაში ისინი ვიერ ახერხებენ მედიკამენტოზურ მკურნალობას და საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში მიღებული სარგებელიც შესაძლოა ამ შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეს დადგეს -თუ პაციენტი დიაგნოზის დასმის შემდეგ შესაბამისი წამლის ყიდვას ვერ შეძლებს,“ -აღნიშნავენ მედიკოსები.

შებსამისად, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოების თაობაზე, დორულსა და მნიშვნელოვანს უწოდებენ. მედიკამენტები როგორც ცნობილია ინდოეთიდან უნდა შემოვიდეს, სადაც მედიკამენტების წარმოების დიდი ინდუსტრიაა და მსოფლიოში ცნობილი ყველაზე დიდი კომპანიები სწორედ ინდოეთში აწარმოებენ მედიკამენტებს.

ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკული მედიკამენტების გაზრდილი ოდენობით შემოსვლის საკითხს საქართელო–ისრაელის ერთობლივი კლინიკა ,,გიდმედის“ ადმინისტრაციული დირექტორი მაია ალექსიშვილი გამოეხმაურა:

„ქვეყანაში ხელმისაწვდომი მედიკამენტების საკითხი ერთ–ერთი აქტუალური თემა უნდა იყოს. ვფიქრობ, რომ თუ ახალი ჯენერიკები და ზოგადად, ნებისმიერი მედიკამენტი იქნება ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პაციენტებისთვის, მხოლოდ მივესალმები ასეთ ინიციატივას. ეს ნამდვილად დიდი შეღავათი იქნება პაციენტებისთვის.

რაც შეეხება არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხს – ხარისხის კონტროლს, ალბათ ამას სახელმწიფო დაარეგულირებს. ეს ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა და მათ უნდა გადაწყვიტონ როგორი მექანიზმით შეძლებენ ხარისხის კონტროლს“, – აღნიშნა მაია ალექსიშვილმა.

pirveliradio.ge

იხილეთ ასევე

„ჯიპისი ლაბი“ ახალი სერვისების დამატებას გეგმავს

„ჯიპისი ლაბი“ ახალი სერვისების დამატებას გეგმავს. როგორც კომპანიაში jandacva.ge-ს განუცხადეს, მომსახურებებს შესაძლოა თმის ანალიზი დაემატოს, …