მთავარი » ახალი ამბები » მთელი მსოფლიო ინდოეთსა და ჩინეთში წარმოებული პროდუქციით სარგებლობს
ინდოეთსა და ჩინეთში

მთელი მსოფლიო ინდოეთსა და ჩინეთში წარმოებული პროდუქციით სარგებლობს

ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე  კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“  ამბიციური გეგმებით შემოდის და მომხმარებელს უახლოეს მომავალში მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს.

როგორც კომპანიაში  აღნიშნავენ, მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნებაწარმოდგენილი. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.

ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და  მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

ამასთან, მისალემებიან ჯანდაცვის სამინისტროს ინიციაიტივას, რომელიც  მედიკამენტების გაიაფების შეწყობის მიზნით, ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკების სეგმენტის გაფართოებასა და შემოსვლის აუცილებლობას ითვალისწინებს. საზოგადოების დიდი ნაწილი მედიკამენტებზე ფასების დარეგულირების ერთ-ერთ წინაპირობად ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოებას ასახლებს.

  მედიკოსები და სპეციალისტები საზოგადოებაში არებულ მოსაზრებას, რომ ქართული და ინდური წარმოების მედიკამენტების უხარისხობის თაობაზე, საზოგადოების არასწორ და ინფორმაციულობის დაბალ დონეს უკავშირებენ. ამიტომაც, მიაჩნიათ, რომ ჯენერიკების შესახებ ინფორმაციულობის დონე და ქვეყენაში მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლი უნდა გაიზარდოს, რაც თავისთავად გაზრდის ნდობას ჯენრიკების, მათ შორის ინდური წარმოების მედიკამენტების, მიმართ.

როგორც ირკვევა, ახალი კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“  ჯენერიკ მედიკამენტებს ძირითადად ინდოეთიდან შემოიტანს.

რას ფიქრობენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ბაზარზე ახალი კომპანიის შემოსავლასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის წევრი გია ცაგარეიშვილი განმარტავს, რომ ახალი კომპანიის გამოჩენა ბაზარზე მისასლემებელი ფაქტია:

„ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანიების გამოჩენა მნიშვნელოვანია. მით უმეტეს თუ კომპანია ფლობს ყველა საჭირო სერტიფიკატს და პასუხობს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს და ასეთი სტანდარტების დამკვიდრებას ფარმაცევტულ ბაზარზე აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. შესაბსამისად,  კომპანია ინდური იქნება, რუმინული თუ ქართული მნშვნელობა არ აქვს, ის ხარისხზე იქნება ორიენტირებული.

მთელი მსოფლიო ინდოეთსა და ჩინეთში წარმოებული პროდუქციით სარგებლობს, სადაც მედიკამენტების წარმოების ბიზნესი მაღალ დონეზეა  განვითარებული.ამასთან, მსოფლიოს ფარმაცევტულ ბაზრებზე საკმაოდ ძლიერადაა წარმოდგენილი ჩინური, ინდური და პაკისტანური პროდუქტები“. 

რაც შეეხება  „ჰუმანითი ჯორჯიას“ პარლამენტარი აღნშნავს, რომ აუცილებელია კომპანია აკმაყოფილებდეს მოთხოვნას, რომელიც საქართველოს  კანონმდებლობით არის აუცილებელი.

„მაშინ აქ პრობლემას ვერ ვხედავ. აქ უკვე გემოვნების საკითხია, ვისაც უნდა ინდურ წამალს იყიდის, ვიღაც – გერმანულს ან ბრიტანულს“.

epn.ge

იხილეთ ასევე

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი 8%-ს ასცდა

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი 8%-ს ასცდა. stopcov.ge-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში 9790 ტესტიდან ვირუსი …