მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » NCDC: საქართველოში კორონავირუსით 25 ორსული გარდაიცვალა, 24-ს ვაქცინის გაკეთება შეეძლო და არ გაუკეთებია

NCDC: საქართველოში კორონავირუსით 25 ორსული გარდაიცვალა, 24-ს ვაქცინის გაკეთება შეეძლო და არ გაუკეთებია

მიმდინარე წლის 1 ივლისის მდგომარეობით ორსულებში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ჯამური რაოდენობა შეადგენდა 15 103, მათ შორის: 2020 წელს – 3 362 ; 2021 წელს – 7 326 ; 2022 წელს – 4 415.

ამის შესახებ ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიმოხილვაში

„COVID-19 საქართველოში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2020-2022 წლების ანგარიში მე-9 გადახედვა“.

დოკუმენტის თანახმად, 2022 წლის 1 ივლისის მდგომარეობით საქართველოში აღირიცხა COVID-19-ით განპირობებული დედათა სიკვდილის 25 შემთხვევა, მათ შორის 2020 წელს – 1 შემთხვევა, 2021 წელს 24.

„COVID-19-ით განპირობებული დედათა სიკვდილიანობის 25 შემთხვევიდან 24-ს შემთხვევაში შესაძლებელი იყო ვაქცინაციის ჩატარება (2021 წლის 15 მარტის შემდგომ), მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ვაქცინაცია ჩატარებული არ იყო,“ – ნათქვამია ანგარიშში.

 

იხილეთ ასევე

თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ერთ თვეში საქართველოში კორონავირუსით 6 პაციენტი გარდაიცვალა

ამ ეტაპზე ქვეყანაში ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა რაოდენობა 150-200-ს არ აღემატება, ერთ თვეში კი ინფექციამ 6 ადამიანი …