ჯანდაცვის სამინისტრო, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს, დასაქმების ალტერნატიულ შესაძლებლობას, სახელმწიფო თუ კერძო კლინიკებში სთავაზობს.

ამის შესახებ უწყებამ განცხადება საკუთარ ფეისბუქ და ვებ გვერდებზე გაავრცელა.

განცხადების თანახმად, შეთავაზებული კლინიკები შემდეგია:

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო • ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო • საჩხერის რაიონული საავადმყოფო • პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა • ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა • გ. ჟვანიას სახ. პედიატრიის აკადემიური კლინიკა • ჯეო ჰოსპიტალის ქსელი • კავკასიის მედიცინის ცენტრი • ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი • თბილისის ცენტრალური საავადმყოფო • იმედის კლინიკა • დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი • თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრი.