მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ნიკა გამყრელიძე: წამლების სიძვირე დისტრიბუტორების მოგების მაღალი მარჟით არ იყო განპირობებული

ნიკა გამყრელიძე: წამლების სიძვირე დისტრიბუტორების მოგების მაღალი მარჟით არ იყო განპირობებული

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ (GHG) გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე „ბიზნესპარტნიორთან“  აცხადებს, რომ როდესაც საუბარია მარჟებზე, აუცილებლად უნდა ვნახოთ კონკურენციის ეროვნული  სააგენტოს დასკვნა, სადაც  ამ რაოდენობის მარჟებზე საუბარი არ არის.

„რაც შეეხება თურქეთის ბაზარს, ბიზნესის და სახელმწიფოს ძალიან კარგი პარტნიორობით შევძელით, რომ დაბალი ფასებისთვის მიგვეღწია. მარტო ჩვენი კომპანიის მაგალითზე შემიძლია გითხართ, რომ 3 თვეში მოსახლეობამ 12-13 მლნ ლარი დაზოგა. ეს ძალიან დიდი შეღავათია, დაახლოებით 60 000-მა ადამიანმა ისარგებლა ჩვენთან,“-აცხადებს ნიკოლოზ გამყრელიძე.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ (GHG) გენერალური დირექტორი ხსნის, თუ რატომ იყო თურქეთის ბაზრის გახსნამდე კონკრეტულ მედიკამენტებზე ძვირი ფასები და აცხადებს, რომ მაღალი მარჟა  დისტრიბუტორის მაღალი მარჟიდან არ გამომდინარეობდა.

„ეს განპირობებული იყო ჩვენი როგორც პატარა ქვეყნის გამოწვევიდან. თურქეთს, როგორც დიდ ქვეყანას აქვს  საერთაშორისო მწარმოებლებისგან უკეთესი პირობები, ვიდრე საქართველოს. ჩვენ შევძელით ამ პირობებით დავიწყოთ მედიკამენტების შემოტანა,“-აცხადებს გამყრელიძე.

მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა გუშინ პარლამენტში გამოსვლისას უსაუბრა.  ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მედიკამენტები 400%-იანი ფასნამატით იყიდებოდა, ეს კი  პირდაპირ ძარცვაა.

პრემიერის განცხადებით, თურქული ბაზრის გახსნა და რეცეპტების ელექტრონული წესით გაცემა ბაზარს ფასების დარეგულირებასა და დაწევაში დაეხმარება.

რაც შეეხება კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ანგარიშს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ფასნამატი გენერიკულ მედიკამენტებზე,რიგ შემთხვევებში, აღწევდა 200%-ს, ხოლო მედიკამენტებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია სავაჭრო დასახელებებით 20-30%-ის ფარგლებში იყო.

შეგახსენებთ, ”საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) ევექსის, სადაზღვევო კომპანია იმედი L-ისა და  კომპანია „გეფას“ ფარმაცევტული ქსელების  (ჯიპისი და ფარმადეპო) მფლობელია თურქეთის ბაზარი კი  მედიკამენტების იმპორტისთვის  2022 წლის იანვარში გაიხსნა.

 

business-partner.ge

იხილეთ ასევე

PSP ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფორუმზე CSR FORUM 2022 ანგარიშით წარსდგა

CSR FORUM 2022 The FIANCIAL Media-ს ორგანიზებით წელს სასტუმრო მერიოტში გაიმართა. ფორუმი მსოფლიოში ყველაზე აქტუალურ …