მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ნიკოლოზ გამყრელიძე: “ფარმადეპოს” და “ჯიპისის” ქსელში მედიკამენტების დეფიციტი არ არის

ნიკოლოზ გამყრელიძე: “ფარმადეპოს” და “ჯიპისის” ქსელში მედიკამენტების დეფიციტი არ არის

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ (GHG) გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე „ბიზნესპარტნიორთან“  აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო „ფარმადეპოს“ და „ჯიპისის“ სააფთიაქო ქსელში მედიკამენტების დეფიციტი არ არსებობს.

„აფთიაქებში იყიდება 30 000 დასახლების მედიკამენტი, აქედან რომელიმე სახეობა რომელიმე აფთიაქში შეიძლება არ იყოს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ გლობალური დეფიციტია. ლოჯისტიკური პრობლემები დღეს პანდემიიდან გამომდინარე, არ არსებობს,“ – აცხადებს გამყრელიძე.

მისი ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს პრობლემები არსებობდა და მოგვარდა.

შეგახსენებთ, ”საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) ევექსის, სადაზღვევო კომპანია იმედი L-ისა და  კომპანია „გეფას“ ფარმაცევტული ქსელების  (ჯიპისი და ფარმადეპო) მფლობელია.

იხილეთ ასევე

“Wolt საქართველო”: გადავწყვიტეთ, პანდემიის პერიოდში წამლების მიწოდება უფასოდ განვახორციელოთ

პანდემიის პერიოდში საკურიერო მომსახურებაზე მოთხოვნა იმაზე მეტად გააქტიურდა, ვიდრე ეს პანდემიამდე იყო. მიტანის სერვისის საჭიროება …