მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ნინო ოქროპირიძე: პაციენტს ვუნიშნავ ეფექტურ და ხარისხიან მედიკამენტს, შესაძლოა იყოს ჯენერიკიც
უნიშნავენ თუ არა ექიმები პაციენტებს ჯენერიკებს?რა შემთხვვეაში ანიჭებენ უპირატესობას ბრენდს, აღნიშნულ საკითხზე მეან-გინეკოლოგი ნინო ოქროპირიძე საუბრობს.

ნინო ოქროპირიძე: პაციენტს ვუნიშნავ ეფექტურ და ხარისხიან მედიკამენტს, შესაძლოა იყოს ჯენერიკიც

უნიშნავენ თუ არა ქართველი ექიმები პაციენტებს ჯენერიკ-მედიკამენტებს? როგორ ხდება მათი შერჩევა და რა შემთხვვეაში ანიჭებენ უპირატესობას ბრენდულ მედიკამენტებს, აღნიშნულ საკითხზე მეან-გინეკოლოგი ნინო ოქროპირიძე საუბრობს.

„პირადად, პაციენტს ვუნიშნავ ეფექტურ და ხარისხიან მედიკამენტს, ეს შესაძლოა, იყოს ჯენერიკიც ან ბრენდული პრეპარატი. ზოგადად, გინეკოლოგიაში საკმაოდ, სპეციფიკური წამლებია და დიდი სიფრთხილით ვეკიდებით არჩევანს. თუმცა, თუ პაციენტი სურვილს გამოთქვამს, რომ იცოდეს როგორც წამლის ბრენდული, ისე ჯენერიკ-დასახელება, რეცეპტის გამოწერის დროს აუცილებლად მივუთითებ ორივეს და ის უკვე, თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე, წყვეტს, ჯენერიკი მიიღოს თუ ბრენდი. თუმცა, პაციენტმა უნდა მიიღოს ის მედიკამენტი, რომელიც გამოცდილი, სანდო, ხარისხიანი და ეფექტურია.

არასდროს ვეტყვი პაციენტს, რომ მაინცდამაინც, კონკრეტული ფარმაცევტული კომპანიის კონკრეტული წამალი შეიძინოს, ვფიქრობ, ეს მიდგომა არასწორია. მაგრამ არსებობს მედიკამენტები, რომლებსაც არ გააჩნიათ ჯენერიკი, მაგალითად, ფოლიუმის მჟავა. ამ შემთხვევაში სხვა არჩევანიც არ არის“, – ამბობს ნინო ოქროპირიძე.

kvira.ge

იხილეთ ასევე

„მოდერნას“​ მიერ შექმნილმა „კოვიდ-19“-ის ვაქცინამ მოზარდებში 96-პროცენტიანი ეფექტურობა აჩვენა

„მოდერნას“​ მიერ შექმნილმა „კოვიდ-19“-ის ვაქცინამ მოზარდებში 96-პროცენტიანი ეფექტურობა აჩვენა. ინფორმაციას CNN კომპანიის აღმასრულებელ დირექტორზე, შტეფან …