მთავარი » ჯანდაცვა » ნინო საგინაშვილი პირველადი რგოლის მედპერსონალის ანაზღაურების შესახებ
ნინო საგინაშვილი-პირველადი რგოლში ექიმებისთვის ყველა სერვისი უფასოა ერთადერთი უკმაყოფილება რაც შეიძლება მათი მხრიდან მოისმინოთ, დაბალი ანაზღაურებაა.

ნინო საგინაშვილი პირველადი რგოლის მედპერსონალის ანაზღაურების შესახებ

ჯანდაცვის სისტემაში დაგეგმილ პირველადი რგოლის რეფორმაზე და ამ რეფორმის შედეგად  დედათა და ბავშვთა  სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების თაობაზე პედიატრი, ბავშვთა კარდიო–რევმატოლოგი ნინო საგინაშვილი საუბრობს.

„საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ექვს წლამდე ბავშვებისთვის ნებისმიერი გამოკვლევა აბსოლუტურად უფასოა, რაც დიდი შეღავათია მათი მშობლებისათვის. წლების მანძილზე ვმუშაობ როგორც პედიატრი და ასევე როგორც კარდიო–რევმატოლოგი. ამ პროგრამის ფარგლებში ასეულობით პაციენტი მიმიღია და არ მახსოვს, რომ უკმაყოფილება გამოეხატა ვინმეს.

პაციენტებს სპეციალისტის მომსახურებაში უწევთ იმდენად მინიმალური თანხის გადახდა, რომ ეს არც კი ღირს სათქმელად. ძირითადი უკმაყოფილება რიგში დგომას მოსდევს ხოლმე, თუმცა, ეს ის ხარვეზია, რომელიც ექიმებისგან დამოუკიდებლად ხდება და ჩვენ ამას ვერ შევცვლით.

რიგი კი იმის მანიშნებელია, რომ სერვისებით სარგებლობაზე ხელი მიუწვდება მშობელსა და მის მცირეწლოვან შვილს და აქვს ნდობა და იმედი კონკრეტული სამედიცინო პერსომალის მიმართ.

კონსულტაცია, აცრები, დავადებების მკურნალობა, რეცეპტის გამოწერა – ყველა სერვისი უფასოა მათთვის. ერთადერთი უკმაყოფილება, რაც შეიძლება პირველად რგოლში ექიმების მხრიდან მოისმინოთ, დაბალი ანაზღაურებაა.

არავის არ უნდა დავაყვედროთ მომსახურება, მით უმეტეს, როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება, თუმცა, კარგი იქნებოდა, თუ დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში პირველად რგოლში მომუშავე მედ–პერსონალის ანაზღაურებაზე ზრუნვაც იქნება გათალისწინებული,“– აღნიშნა ნინო საგინაშვილმა.

ibusiness.ge

იხილეთ ასევე

“ფაიზერის” ვაცქინა საქართველოშია

“ფაიზერის” ვაცქინა საქართველოშია. კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატით დატვირთული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წუხელ, 00:20 საათზე დაეშვა. …