მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ნიშნავს თუ არა უფასო სკრინინგი უხარისხოს?

ნიშნავს თუ არა უფასო სკრინინგი უხარისხოს?

არის თუ არა უფასო სკრინინგი ხარისხიანი? ეს კითხვა ხშირად დასმულა იმ სახელმწიფო პროგრამებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოში ტარდება. კერძოდ, საუბარია ძუძუს, საშვილოსნოს ყელის კიბოს, ფარისებრი ჯირკვლის და სხვა დაავადებების სკრინინგის პროგრამებზე.

უფასო ეს პროგრამები მხოლოდ მოქალაქეებისთვისაა, სახელმწიფოს კი ძალიან დიდი ხარჯების გაწევა უწევს.

ამის შესახებ რადიოლოგმა თამარ ჩარკვიანმა პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ განაცხადა.

მისი თქმით, უფრო ფსიქოლოგიური მიზეზითაა განწყობები, რომ, რადგან სერვისს უფასო ჰქვია, ის არაა საკმარისად ხარისხიანი. რეალურად კი, ჩარკვიანის თქმით, სახელმწიფო ამ სერვისებში უდიდეს თანხებს იხდის.

„ყველა სკრინინგ-პროგრამას შორის, რაც საქართველოში მუშაობს, ძუძუს კიბოს სკრინინგი არის ყველაზე ხარჯიანი, აქვს ყველაზე მაღალი დაფარვა. ის საჭიროებს მაღალ ტექნოლოგიურ მხარდაჭერას და ადმინისტრაციულ რესურსს მოითხოვს, რათა სწორად იქნას ნამართი,“- განაცხადა რადიოლოგმა.

მისი თქმით, სკრინინგის პროცესში ხდება ერთი და იგივე პაციენტის მამოგრამის ორი ექიმის მიერ განხილვა დ აზრების შეთანხმება. ეს ყველაგერი კი სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება.

„მინდა დავარწმუნო პაციენტები, რომ მართალია პირადად ფულს არავინ იხდის, მაგრამ ესაა ძალიან ხარჯიანი პროგრამა,“ – აღნიშნა თამარ ჩარკვიანმა.

იხილეთ ასევე

“მოლოდინი, რომ კლინიკებში მიმართვიანობა შემცირდება, არ გვაქვს”

მოლოდინი, რომ ბოლო პერიოდში კლინიკებში მიმართვიანობა შემცირდება, არ გვაქვს – რესპირაციული ვირუსების ბუნებიდან გამომდინარე, აცივების კვალდაკვალ, …