მთავარი » მსოფლიო » ნიუ-იორკში ავტომაგისტრალებთან სკოლების მშენებლობა იკრძალება – მიზანი ბავშვების დაბინძურებული ჰაერისგან დაცვაა

ნიუ-იორკში ავტომაგისტრალებთან სკოლების მშენებლობა იკრძალება – მიზანი ბავშვების დაბინძურებული ჰაერისგან დაცვაა

ნიუ იორკის სენატმა და ასამბლეამ მიიღეს საკანონმდებლო აქტი, რომელიც კრძალავს ახალი სკოლების მშენებლობას მთავარ გზატკეცილებთან. აქტი სახელწოდებით ,,ავტომაგისტრალების ზემოქმედება სკოლებზე“, მიზნად ისახავს დაიცვას სკოლის ასაკის ბავშვები ჰაერის დაბინძურებისგან. ამ კანონის მიხედვით ქალაქის განათლების კომისიის წევრები ვერ შეძლებენ შეათანხმონ ახალი სკოლის მშენებლობის გეგმები მაგისტრალიდან 500 ფუტის (150 მეტრის) მანძილზე, თუ კომისარი არ დაამტკიცებს, რომ სივრცის შეზღუდვა იმდენად მკაცრია, რომ არ არსებობს სხვა ადგილი ასეთი ახალი სკოლის ასაშენებლად.

გარემოს დაცვის სააგენტო აფრთხილებს საგზაო მოძრაობის შედეგად მიღებული გამონაბოლქვის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების შესახებ. ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ, მუშაობენ, ან სკოლაში დადიან მთავარ გზებთან ახლოს, აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, რომლებიც სწორედ ჰაერის დაბინძურებასთანაა დაკავშირებული. ამპრობლემებს შორის სახელდებაასთმა, ბავშვებში ფოლტვების განვითარების შესუსტება და სხვა. საძიებო პლატფორმა Localize.city-ს მონაცემების მიხედვით, ამჟამად ძირითად მაგისტრალებთან 500 ფუტის მანძილზე 244 საჯარო სკოლა მდებარეობს, რომელთაგან ზოგიერთი ახლახან აშენდა. მიღებული საკანონმდებლო აქტი შეიცავს რეკომენდაციას, არსებული სკოლებისთვის HVAC სისტემების დაყენების შესახებ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებითვის შენობაში, ხმაურის შემცირებას და გარე აქტივობების შემცირებას პიკის საათებში.

,,როდესაც მშობლები განიხილავენ, თუ როგორ შეაფასონ თავიანთი შვილების დაწყებითი სასწავლო პროგრამები ან დაწყებითი სკოლები, ისინი ხშირად აქცევენ ყურადღებას სწავლების ხარისხს, რა სახის ხელოვნება და თვითგანვითარება არის ხელმისაწვდომი და არის თუ არა ლამაზი გარე მოედანი. მათ შესაძლოა ყურადღება არ მიაქციონ ჰაერის ხარისხის ფარულ საფრთხეებს, მიუხედავად იმისა, რომ დაბინძურებამ შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს მათი შვილების სწავლის უნარზე“, – აცხადებს ურბანისტი ლიატ ჰალპერნი.

ნიო იორკის სამოქალაქო თავისუფლებათა კავშირის (NYCLU) ბოლოდროინდელი ანალიზი ცხადყოფს, რომ ნიუ იორკის მოსწავლეთა დაახლოებით ერთი მესამედი მთავარ გზატკეცილთან ახლოს მდებარე სკოლებში დადის. დაახლოებით 80 პროცენტი კი, რომლებიც ამ სკოლებში დადიან, ფერადკანიანი სტუდენტია და 66 პროცენტი დაბალი შემოსავლის მქონეა. ამერიკის ფილტვების ასოციაცია აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც რესპირატორული დაავადებები ასე გავრცელებულია ფერადკანიანებში, არის მათი სიახლოვე ჰაერის საშიში დაბინძურების წყაროებთან, როგორიცაა მთავარი გზები.

მიღებული საკანონმდებლო აქტი მომავალი წლის ივლისში, მას შემდეგ ამოქმედდება, რაც ის მას შტატების გუბერნატორი დაამტკიცებს. ასევე დაწყებულია მუშაობა მეორე საკანონმდებლო აქტზე, რომელიც აკრძალავს ავტომაგისტრალების მშენებლობას არსებულ სკოლებთან.

იხილეთ ასევე

ზაზა წერეთელი: “XBB.1.5 -ით გამოწვეული ტალღა შეიძლება დაემსგავსოს წინა და სახიფათო მწვერვალებს”

ომიკრონის ახალი ქვევარიანტით XBB.1.5 -ით გამოწვეული ტალღა შეიძლება დაემსგავსოს წინა და სახიფათო მწვერვალებს, როგორიც იყო …