მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » „ნოემბერ-დეკემბერში გვიან იქნება“ – ივანე ჩხაიძე მოსახლეობას ბუსტერის გაკეთებისგენ მოუწოდებს

„ნოემბერ-დეკემბერში გვიან იქნება“ – ივანე ჩხაიძე მოსახლეობას ბუსტერის გაკეთებისგენ მოუწოდებს

მოლოდინია, რომ ოქტომბრიდან კოვიდ 19-ის შემთხვევები მოიმატებს და ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაც გვაფრთხილებს. ამის შესახებ განცხადება იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ გააკეთა.

მისი თქმით, ზაფხულის დასრულება ნიშნავს ერთის მხრივ სასწავლო წლის დაწყებას და მეორეს მხრივ აცივების გამო დახურულ სივრცეში მეტი ადამიანის თვმოყრას. ჩხაიძე ამბობს, რომ სეზონური მატების თავიდან აცილება პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ პრევენციისთვის ქვეყანას აქვს გეგმა, რომელიც გულისხმობს სექტემბრის ბოლოდან გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებას. მედიკოსის განმარტებით, გრიპის ვაქცინის გაკეთება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 65 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის, ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებისთვის, 5 წლამდე ბავშვებისთვის, სამედიცინო პერსონალისა და სხვა კატეგორიის ადამიანებისთვის.

ჩხაიძე ამბობს, რომ მომეტებული საფრთხეების გამო, რომლის პიკიც ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალია, რეკომენდებულია კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინაციაც, რათა ადამიანების იმუნური სისტემა მზად იყოს, შეებრძოლოს კორონავირუსს. „ახლა არის აცრისთვის იდეალური პერიოდი. ნოემბერ-დეკემბერში უკვე გვიან იქნება, რადგან პიკს წლის ბოლოს ველოდებით, ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი არის ყველაზე აქტიური პერიოდი კორონავირუსის გავრცელების კუთხით. ამიტომ რეკომენდაციაა, გავიკეთოთ ბუსტერ-დოზა,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ჩხაიძემ აღნიშნა ისიც, რომ აშშ-მა დაამტკიცა ახალი ტიპის, ბივალეტნური ვაქცინა, რომელშიც შედის ორი ვარიანტის წინააღმდეგ მიმართული ვაქცინა – ორიგინალი ჩინურის  და ომიკრონის შტამის საწინააღმდეგო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ვაქცინის მეორე ბუსტერ დოზის, ანუ მეოთხე აცრის გაკეთება 50 წელს გადაცილებული ნებისმიერი და უფრო დაბალი ასაკის, რისკ-ჯგუფში მყოფი მოქალაქეებისთვისაა დაშვებული.

იხილეთ ასევე

კოვიდ სტატისტიკას აღარ გამოქვეყნდება – ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება

ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდ სტატისტიკას აღარ გამოაქვეყნებს. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ. სამინისტროს განმარტებით, ბოლო პერიოდში …