მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ოჯახის ექიმის დანიშნულებაა, დაავადებებს შორის დიფერენციალური დიაგნოზი გააკეთოს
ოჯახის ექიმის დანიშნულებაც სწორედ ეს არის, რომ დიფერენციალური დიაგნოზი გააკეთოს დაავადებებს შორის“, – აღნიშნავს ეკატერინე ალადაშვილი.

ოჯახის ექიმის დანიშნულებაა, დაავადებებს შორის დიფერენციალური დიაგნოზი გააკეთოს

“ავერსის” კლინიკის ექიმმა ანგიოლოგმა ეკატერინე ალადაშვილმა ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმები შეაფასა. მედიკოსის განცხადებით, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა და პირველადი რგოლის დაგეგმილი რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია და სასიკეთოდ წაადგება პაციენტებს. 

„ჯანდაცვის პირველადი რგოლის დაგეგმილი რეფორმის იდეა ძალიან მომწონს და რა თქმა უნდა, მისი განხორციელება აუცილებელია. პაციენტები უფრო დაკვალიანებულები იქნებიან, ვიდრე ახლა, როცა არ იციან რომელ სპეციალისტს მიმართონ. ამიტომ ხდება, რომ ვიწრო სპეციალისტებს გვიხდება უფრო მწვავე ტრამვებით მივიღოთ პაციენტები.

ოჯახის ექიმი კი ზუსტად მოახერხებს პაციენტების გადამისამართებას, თუ რომელ სპეციალისტს მიმართონ, დაუსვამს შესაბამის დიაგნოზს. საბოლოო ჯამში, საგრძნობლად გაადვილდება პაციენტისთვის შესაბამისი მკურნალობის კურსის ჩატარება“, – აცხადებს ალადაშვილი.

მან იმ წინაპირობებზეც ისაუბრა, რომელთა  განხორციელებაც, მისი აზრით, დადებითად წაადგება ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმას.

„ერთ–ერთ საჭიროებას წარმოადგენს ამ რგოლის დაფინანსების ზრდა. ასევე საჭიროა ოჯახის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლება, რათა ზოგადი მოცულობითი განათლება ჰქონდეთ საიმისოდ, რომ პაციენტი შესაბამის ვიწრო სპეციალისტთან გაუშვან. ზუსტი მიმართულების მიცემა პაციენტს დაეხმარება კონკრეტულად მიმართოს იმ ექიმს, რომელიც ნამდვილად სჭირდება და აღარ დაკარგოს ფუჭად არც დრო და არც ფინანსები. ოჯახის ექიმის დანიშნულებაც სწორედ ეს არის, რომ დიფერენციალური დიაგნოზი გააკეთოს დაავადებებს შორის“, – აღნიშნავს ალადაშვილი.

მედიკოსმა უკმაყოფილება გამოთქვა წამლის მაღალ ფასებთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ ეკონომიკურად არასტაბილურ ქვეყანაში მსგავსი ფასები მედიკამენტებზე ყოვლად დაუშვებელია.

frontnews.ge

იხილეთ ასევე

საქართველოში აივ-ინფიცირების 552 ახალი შემთხვევა დადასტურდა

2022 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 9714 აივ …