მთავარი » მსოფლიო » ომის პირობებში უკრაინამ 300-ზე მეტი საავადმყოფო აღადგინა

ომის პირობებში უკრაინამ 300-ზე მეტი საავადმყოფო აღადგინა

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ოკუპანტებმა ათასობით სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს. მათ შორისაა იერიშების მიტანა საავადმყოფოებზე. რუსმა სამხედრო ძალებმა უკრაინის 1100 სამედიცინო დაწესებულება დააზიანეს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ ობიექტების აღდგენისთვის 38 მილიარდ გრივნაზე მეტი იქნება საჭირო.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 144 სამედიცინო დაწესებულება მთლიანად განადგურდა. მათი აშენება ნულიდან იქნება საჭირო. ამასთან, 95 კლინიკა სრულად აღადგინეს, 204 კი ნაწილობრივ აღდგა.

ომის დაწყებიდან დღემდე, მოკლულია 29 სამოქალაქო ექიმი, 100 კი დაიჭრა.

 

იხილეთ ასევე

FDA-მ AstraZeneca-ს ფილტვის კიბოს სამკურნალო მედიკამენტები დაამტკიცა

ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) მის მიერ …