მთავარი » ჯანდაცვა » ონკოლოგიის მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება
რეფორმები ჯანდაცვაში გაზრდის მომსახურების ხარისხს,ამბულატორიულ მედიკამენტებთან წვდომას. ონკოლოგიის მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება.

ონკოლოგიის მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით სერგეენკო მნიშვნელოვან ცვლილებებს აანონსებს. იგი უკვე პარლამენტშია, სადაც მას კომიტეტებსა და ფრაქციებში მოუსმენენ.

„გარდა დამტკიცებული, ძირითადი სტრატეგიული პროექტებისა, ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვეძლება, მომავალი წლის დასაწყისიდანვე შევთავაზოთ კიდევ ახალი ცვლილებები, პოზიტიური ცვლილებები, რაც მოსახლეობას დიდ შვებას მისცემს.

ძირითადად, ეს იქნება რეფორმები ჯანდაცვაში, რაც გაზრდის მომსახურების ხარისხს, გაზრდის ამბულატორიულ მედიკამენტებთან წვდომას. ასევე, ვფიქრობთ, რომ ონკოლოგიის მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება“, – განაცხადა სერგეენკომ.

news.ge

იხილეთ ასევე

„ფაიზერის“ ფირმის ვაქცინით იმუნიზაცია საქართველოს 7 კლინიკაში დაიწყება

ჯანდაცვის სამინისტროში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინაციის …