მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ორ დღეში საქართველოში „სინოფარმის“ ვაქცინით 2300-მდე ადამიანი აიცრა

ორ დღეში საქართველოში „სინოფარმის“ ვაქცინით 2300-მდე ადამიანი აიცრა

4-5 მაისს საქართველოში „სინოფარმის“ ვაქცინით 2278 ადამიანი აიცრა.

ამის შესახებ jandacva.ge-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს. ცენტრის მონაცემებით, ამ ეტაპზე COVID-19 ინაქტივირებული (Vero Cell-სინოფარმი) ვაქცინაცია მიმდინარეობს იმუნიზაციის პროცესში ჩართულ 77 დაწესებულებაში, 80 ამცრელი ბრიგადით და დაგეგმილია აცრის წერტილების ეტაპობრივი გაფართოება.

დღეისთვის ქვეყნის მასშტაბით სამივე ვაქცინის (მწარმოებლები: ასტრაზენეკა, ფაიზერი, სინოფარმი) ადმინისტრირება მიმდინარეობს 91 დაწესებულებაში 137 ბრიგადით.

იმუნიზაციის პროცესში ასტრაზენეკას და ფაიზერის ვაქცინებს სინოფარმის პრეპარატი   2021 წლის 4 მაისიდან დაემატა.

ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული ვაქცინა აღიარებულია და გამოიყენება 45-მდე ქვეყანაში, სადაც 200 მილიონზე მეტი დოზაა უკვე ადმინისტრირებული.

„საქართველოში COVID-19 ინაქტივირებული (Vero Cell- სინოფარმი) ვაქცინაციისთვის 18 წელს ზემოთ მოქალაქეების რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს და 5 -24 მაისის პერიოდისთვის უკვე დარეგისტრირდა 20 987 მოქალაქე. 4-5 მაისს სულ აიცრა 2278 მოქალაქე,“ – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

იხილეთ ასევე

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა. გასულ დღე-ღამეში ვირუსს 16 ადამიანი ემსხვერპლა და …