მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ორ თვეში COVID 19-ით ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა 2-ჯერ,  სასწრაფოს გამოძახება კი 3-ჯერ გაიზარდა

ორ თვეში COVID 19-ით ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა 2-ჯერ,  სასწრაფოს გამოძახება კი 3-ჯერ გაიზარდა

რამდენად გაიზარდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახებების რაოდენობა და ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლა ბოლო ორ თვეში, როდესაც ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დამძიმდა?

როგორც jandacva.ge-ს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან აცნობეს, 2021 წლის 14-28 აპრილის მონაცემებით, დღიურად სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახების რაოდენობა, რომლებიც უშუალოდ კოვიდის სიმპტომებს ან გართულებებს უკავშირდებოდა,  478-ს შეადგენდა. ორი თვით ადრე, თებერვლის იგივე პერიოდის ანალოგიური მაჩვენებელი 167 იყო.

შედარებისთვის: 2020 წლის 14-28  ნოემბერს, როდესაც ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების პიკი იყო, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების კოვიდ 19-თან დაკავშირებული  გამოძახების დღიური მაჩვენებელი 831-ს შეადგენდა.

რაც შეეხება ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვას, ორი თვის წინ, 13 თებერვალს კლინიკებში 2004 ინფიცირებული იწვა, დღეს კი ეს მონაცემი 4278-ს შეადგენს.

იხილეთ ასევე

აკაკი ზოიძე: ციფრული ჯანდაცვა მოიტანს უკეთესს ხარისხს და დაზოგილ თანხებს

ჯანდაცვის სპეციალისტი აკაკი ზოიძე პირველადი ჯანდაცვის ციფრულ დონეზე გადასვლის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ  სწორი …