მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » პაატა კურტანიძე ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების წილის ზრდას პროგნოზირებს
პაატა კურტანიძე მთავრობის ჯენერიკების პრაქტიკაში დანერგვის ინიციატივას მიესალმება და თვლის, რომ ჯენერიკ მედიკამენტები ექიმების მიერ მეტად უნდა ინიშნებოდეს.

პაატა კურტანიძე ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების წილის ზრდას პროგნოზირებს

ავერსის დამფუძნებელი პაატა კურტანიძე ფარმაცევტულ ბაზარზე სამომავლოდ ჯენერიკ მედიკამენტების წილის ზრდას პროგნოზირებს.

პაატა კურტანიძე მთავრობის ჯენერიკების პრაქტიკაში დანერგვის ინიციატივას მიესალმება და თვლის, რომ ჯენერიკ მედიკამენტები ექიმების მიერ უფრო მეტად უნდა ინიშნებოდეს. მისი განცხადებით, დღეს ფარმაცევტულ ბაზარზე ბრენდულ მედიკამენტებს დაახლოებით 25–30% უჭირავს. ჯენერიკების წარმოების ზრდა და მედიკამენტებზე ფასის შემცირება კი მათ წილის ბაზარზე მნიშვნელოვნად შეამცირებს. ჯენერიკები ბრენდულ მედიკამენტებთან შედარებით დაახლოებით 40%–ით იაფი ღირს.

Maestro Television

იხილეთ ასევე

რეფერენტული ფასების დაწესების შემდეგ ფარმაცევტული კომპანიების ბაზრიდან გასვლის რისკი დაზღვეულია – სამინისტროს პოზიცია

მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება არ ქმნის რისკს, რომ დიდი ფარმაცევტული კომპანიებისთვის საქართველო მიმზიდველი აღარ იქნება …