მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მედიკამენტების გაძვირების გამო პაციენტები მკურნალობის კურსს ვეღარ აგრძელებენ
აუცილებელია ბაზარზე ფასების დარეგულირება.მოგეხსენებათ, ნებისმიერი მკურნალობის კურსს შემდგომ მოსდევს მედიკამენტური მკურნალობა და სწორედ ეს ხდის მას ეფექტურს.

მედიკამენტების გაძვირების გამო პაციენტები მკურნალობის კურსს ვეღარ აგრძელებენ

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეფორმები შეაფასა და თავისი აზრი დააფიქსირა ქიმიოთერააპიის და იმუნოთერაპიის კლინიკა “მედულას” ექიმმა ლაბორანტამა ეკატერინე დავითიანმა.

 ექიმის განცხადებით, ოჯახის ექიმის ინსტიტუტის წინ წამოწევა აუცილებელია, რადგან, ეს თავის მხრივ გამოიწვევს დაავადებათა პრევენციას.

“ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა ძალიან მომწონს. ოჯახის ექიმის ინსტიტუტის წინ წამოწევა აუცილებელია, რადგან, ეს თავის მხრივ გამოიწვევს დაავადებათა პრევენციას. პაციენტებს აღარ მოუწევთ გაურკვეველი ვიზიტები სხვადასხვა მიმართულების ექიმებთან და დროს დაკარგვა საჭირო სპეციალისტის ძებნაში. ისინი ოჯახის ექიმის ვიზიტის შემდეგ, ექიმი თვითონ წყვეტს, თუ რომელ ვიწრო სპეციალისტთან გადაამისამართოს პაციენტი”, – აღნიშნავს ეკატერინე დავითიანი.

ექიმი რეფორმის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვან წინაპირობას მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის გაზრდა მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ აღნიშნული რეფორმის შესახებ აუცილებელია მათ უფრო მეტი იცოდნენ.

“ასევე აუცილებელია საზოგადოებაში ექიმთან ვიზიტის კულტურის დანერგვა – დაავადების პირველივე სტადიაში მიმართონ ექიმს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, ასევე, ოჯახის ექიმების დატრენინგება, რათა მათ ჰქონდეთ შესაბამისი კვალიფიკაცია, გაუწონ სათანადო მომსახურება პაციენტებს”, – აღნიშნავს ეკატერინე დავითიანი.

ეკატერინე დავითიანი მედიკამენტებზე გაზრდილ ფასებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის პაციენტებს.

საკმაოდ, რთული მდგომარეობაა შექმნილი ფარმაცევტულ ბაზარზე. პაციენტები ვერ ახერხებენ წამლის შეძენას. ვფიქრობ, აუცილებელია ბაზარზე ფასების დარეგულირება. მოგეხსენებათ, ნებისმიერი მკურნალობის კურსს შემდგომ მოსდევს მედიკამენტური მკურნალობა და სწორედ ეს პროცესი ხდის მას ეფექტურს. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ჯენერიკ მედიკამენტებს, საზოგადოების ინფორმირებულობის დონე ამ მიმართულებითაც დაბალია. დღეს ასეთია მიდგომა – ბრენდირებული მედიკამნეტის ხარისხი გარანტირებულია. ეს უნდა შეიცვალოს და ქვეყანაში მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლი უნდა გამკაცრდეს”, – აღნიშნავს ეკატერინე დავითიანი.

ibusiness.ge

იხილეთ ასევე

„მოდერნას“​ მიერ შექმნილმა „კოვიდ-19“-ის ვაქცინამ მოზარდებში 96-პროცენტიანი ეფექტურობა აჩვენა

„მოდერნას“​ მიერ შექმნილმა „კოვიდ-19“-ის ვაქცინამ მოზარდებში 96-პროცენტიანი ეფექტურობა აჩვენა. ინფორმაციას CNN კომპანიის აღმასრულებელ დირექტორზე, შტეფან …