მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » პაციენტები ორიენტირებულნი გახდნენ, რომ ქრონიკული დაავადებები მართონ თავიანთი ოჯახის ექიმის დახმარებით
ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის დამსახურებაა,რომ პაციენტები უფრო ორიენტირებულნი გახდნენ ქრონიკული დაავადებები მართონ თავიანთი ოჯახის ექიმის დახმარებით.

პაციენტები ორიენტირებულნი გახდნენ, რომ ქრონიკული დაავადებები მართონ თავიანთი ოჯახის ექიმის დახმარებით

თბილისი (BPI) – ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი რეფორმები შეაფასა და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ინფექციონისტმა კახა ჩომახიძემ. მედიკოსის განმარტებით, ჯანდაცვის პირველადი რგოლის დაგეგმილი რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია და ოჯახის ექიმის ინსტიტუტის წინ წამოწევა მკვეთრად გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხსაც. 

„ჯანდაცვის პირველადი რგოლის დაგეგმილ რეფორმას მივესალმები. ოჯახის ექიმის ინსტიტუტის წინ წამოწევა ნამდვილად გააუმჯობესებს პაციენტების მომსახურების ხარისხსს. როდესაც დროულად მოხდება დახმარების გაწევა და პაციენტი სათანადო კონტროლზე იქნება, სტაციონარიზაციის საჭიროებაც ნაკლებად იარსებებს, რაც სახსრების დაზოგვაში დაეხმარება როგორც სახელმწიფოს, ასევე პაციენტს“, – აცხადებს ჩომახიძე.

კახა ჩომახიძეს მიაჩნია, რომ ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის წარმატებისთვის პირველ რიგში მთავარია ფინანსები. „უნდა მოხდეს მედ–პერსონალის დაკმაყოფილება, საიმისოდ, რომ ისინი პაციენტს მოემსახურონ სრულყოფილად.

ასევე აუცილებელია, მოხდეს ამ რგოლის პროფესიონალი ექიმებით დაკომპლექტება. იქ უნდა იქვნენ ყველანაირად შეაიარაღებული ექიმები, როგორც მატერიალურად, ასევე ტექნიკური ბაზით და რაც მთავარია, შესაბამისი კვალიფიკაციით“, –  მიაჩნია მედიკოსს.

ჩომახიძემ ასევე ისაუბრა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაზეც და აღნიშნა, რომ მხოლოდ ძალზედ უმადური ადამიანი თუ მოიხსენიებს ამ პროგრამას უარყოფით კონტექსტში. მისი ტქმით, ამ პროგრამის დამსახურებაა ისიც, რომ პაციენტები უფრო ორიენტირებულნი გახდნენ, რომ ქრონიკული დაავადებები მართონ თავიანთი ოჯახის ექიმის დახმარებით. მედიკოსს მიაჩნია, რომ ამ ტენდენციას კიდევ უფრო გააღრმავებს პირველადი რგოლის დაგეგმილი რეფორმაც.

bpi.ge

იხილეთ ასევე

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მოცვა 80%-მდე უნდა იყოს, თბილისში კი მხოლოდ 18%-ია

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგში პისიარ ტესტირება ჩაერთვება – ასეთია განახლებული გაიდლაინი, რომელსაც სკრინინგის ეროვნული ცენტრი …