მთავარი » ახალი ამბები » პენსიის გაზრდის გადაწყვეტილება გაიგივებული არ უნდა იყოს არჩევნების მოახლოებასთან
პენსიის გაზრდის გადაწყვეტილება გაიგივებული არ უნდა იყოს არც არჩევნების მოახლოებასთან და არც პიართან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა.

პენსიის გაზრდის გადაწყვეტილება გაიგივებული არ უნდა იყოს არჩევნების მოახლოებასთან

პენსიის გაზრდის გადაწყვეტილება გაიგივებული არ უნდა იყოს არც არჩევნების მოახლოებასთან და არც პიართან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა.

ხუნდაძის ინფორმაციით, პენსიის 20 ლარით გაზრდის საკითხი 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტში ასახულია.

“ეს გადაწყვეტილება გაიგივებული უნდა იყოს სახელმწიფოს დამოკიდებულებასთან საკუთარი მოქალაქეების – განსაკუთრებით პენსიონერების მიმართ. ამასთან, სურვილი თანხვედრაში უნდა მოდიოდეს იმ შესაძლებლობებთან, რაც ქვეყანას გააჩნია. სწორედ ასეთი თანხვედრაა პენსიის 20 ლარით გაზრდა”, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

დღეს პარლამენტში 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვარიანტი შევიდა.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი 8%-ს ასცდა

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი 8%-ს ასცდა. stopcov.ge-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში 9790 ტესტიდან ვირუსი …