მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » Pfizer-ი ყიდულობს ტექნოლოგიას, რომელიც COVID-ს ხველის საშუალებით აღმოაჩს

Pfizer-ი ყიდულობს ტექნოლოგიას, რომელიც COVID-ს ხველის საშუალებით აღმოაჩს

ფარმაცევტულმა გიგანტმა Pfizer-მა 115 მლნ დოლარად შეიძინა ავსტრალიური სტარტაპი ResApp, რომელმაც შეიმუშავა აპლიკაცია ხველებით კორონავირუსის აღმოსაჩენად.

როგორც finance წერს,  დაახლოებით 10 წელია კომპანია ავითარებს რესპირატორული დაავადებების დიაგნოსტირების ალგორითმს. თუმცა, 2020 წელს სტარტაპი გადავიდა COVID-19-ის ამოცნობაზე ხველის ანალიზის ტექნოლოგიის მეშვეობით.

დეველოპერების თქმით, ალგორითმის გამოყენებით დაავადების გამოვლენის სიზუსტე 92%-ს აღწევს. ტესტირების დროს სისტემამ ასევე დააფიქსირა 80% სპეციფიკა. ეს ნიშნავს, რომ სკრინინგისას ათიდან მხოლოდ ორმა მიიღო ცრუ დადებითი შედეგი.

Pfizer-ის სპიკერმა თქვა, რომ აპლიკაციის წინასწარი ტესტის შედეგები გამამხნევებელია და გარიგება აფართოებს კომპანიის კვალს ციფრული ჯანმრთელობის სივრცეში.

„ჩვენ გვჯერა, რომ COVID-19-ის სკრინინგის ინსტრუმენტი არის შემდეგი ნაბიჯი, რომელსაც აქვს პოტენციალი მიაწოდოს მომხმარებლებს ახალი გადაწყვეტილებები დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად“, – აცხადებენ კომპანიაში.

ResApp-ის გუნდი იმედოვნებს, რომ შენაძენი ხელს შეუწყობს ტექნოლოგიების განვითარებას და ფართოდ გამოყენებას მსოფლიოს შორეულ ნაწილებში. სისტემის შემქმნელის, უდანტა აბეირატნეს თქმით, სკრინინგის ხელმისაწვდომობა იყო პროექტის ორიგინალური იდეა.

„თავიდანვე მქონდა დიდი ხედვა მსოფლიოში ფილტვის დაავადებების დიაგნოსტიკის მასშტაბური და დაბალფასიანი ტექნოლოგიების შემუშავების. იმედი მაქვს, რომ ისინი შეძლებენ აღმოაჩინონ ისეთი სასიკვდილო დაავადებები, როგორიცაა პნევმონია აფრიკისა და აზიის ძალიან შორეულ რეგიონებში, რომლებსაც არ აქვთ წვდომა თანამედროვე საავადმყოფოებზე“, – თქვა მან.

პირველად, Pfizer-მა გამოაცხადა ResApp-ის შეძენის სურვილი 2020 წელს 65 მილიონ დოლარად, ანგარიშის გამოქვეყნებისთანავე. თუმცა მხარეები მაშინ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

 

commersant.ge

იხილეთ ასევე

ტელემედიცინა და ანალიზების ჩაბარება “დისტანციურად” – რა ცვლილებები მოიტანა პანდემიამ

კოვიდპანდემიამ, უკიდურესად ნეგატიურ შედეგებთან ერთად, დადებითი ტენდენციების განვითარებას და გააქტიურებასაც შეუწყო ხელი. ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის არის ტელემედიცინის განვითარება. საქართველოს …