მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » Pfizer–მა COVID-19–ის სამკურნალო აბი შექმნა, რომელიც სიკვდილიანობას და ჰოსპიტალიზაციას 89%-ით ამცირებს

Pfizer–მა COVID-19–ის სამკურნალო აბი შექმნა, რომელიც სიკვდილიანობას და ჰოსპიტალიზაციას 89%-ით ამცირებს

მსოფლიოში წამყვანი ფარმაკოლოგიური კომპანია Pfizer-ი აცხადებს, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის სამკურნალო აბი სიკვდილიანობას და ჰოსპიტალიზაციას 89%-ით ამცირებს იმ პირებში, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ფარმაკოლოგიური კომპანია არ აპირებს დამატებითი კლინიკური კვლევების ჩატარებას, პრეპარატის ეფექტიანებიდან გამომდინარე და Pfizer-ის განცხადებით, უახლოეს დროში მიაწვდიან არსებულ კვლევებს აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებს სწრაფი ავტორიზაციის მოსაპოვებლად.

Bloomberg-ის მიხედვით, Pfizer-ის მიერ წარმოებული აბების გარდა ამ ეტაპზე კიდევ ორი იმედისმომცემი პრეპარატია, რომელიც შესაძლოა გამოყენებული იყოს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში.

გასულ თვეში კორონავირუსის სამკურნალო აბები მარეგულირებლებს ფარმაცევტულმა კომპანებმა Merck & Co. და Ridgeback Biotherapeutics LP-მა წარადგინეს, მას შემდეგ რაც კვლევებმა აჩვენა, რომ მათ მიერ წარმოებული აბები ინფიცირების და გარდაცვალების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებდა.

იხილეთ ასევე

ფარმაცევტულ კომპანიებს ახალ სტანდარტზე გადასვლისთვის, გარკვეულ ნაწილში, დამატებითი ვადები მიეცათ

2022 წლის პირველი იანვრიდან ყველა ფარმაცევტული კომპანია ვალდებული იქნება, დააკმაყოფილოს კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) სტანდარტი. …