მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » “პინეოში” ონკოლოგიური ცენტრი გაიხსნა, რომელსაც დანიიდან დაბრუნებული ექიმი უხელმძღვანელებს

“პინეოში” ონკოლოგიური ცენტრი გაიხსნა, რომელსაც დანიიდან დაბრუნებული ექიმი უხელმძღვანელებს

პინეო სამედიცინო ეკოსისტემის” გუნდს სამედიცინო ონკოლოგი და სხივური თერაპევტი – ზაზა უჯმაჯურიძე – შეუერთდა, რომელიც წლების განმავლობაში დანიაში მოღვაწეობდა.

„ზაზა უჯმაჯურიძე, ორ ათწლეულზე მეტი, დანიაში უწყვეტი და წარმატებული სამედიცინო მოღვაწეობის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში, რათა ცოდნა და გამოცდილება მოახმაროს საქართველოს მოსახლეობას, აღზარდოს ონკოლოგთა ახალი თაობა, კოლეგებთან ერთად იმუშაოს უახლეს ეროვნულ გაიდლაინებზე და ქვეყნის მასშტაბით გაზარდოს ნაყოფიერი თანამშრომლობა,“ – ნათქვამია სამედიცინო დაწესებულების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში და იქვე მოყვანილია თავად მედიკოსის სიტყვები: „მრავალი წლის ოცნების შემდეგ დავბრუნდი საქართველოში, რათა ჩემი ცოდნა და გამოცდილება უკვე ჩემი ქვეყნის მოსახლეობას მოვახმარო.

ხშირად არც მიჯერებდნენ, როცა გადმოსვლის გეგმებზე ვსაუბრობდი.

ყველაფერს თავისი დრო აქვს და ჩემი ჩამოსვლის დროც დადგა.

მოხარული ვარ, რომ ჩემი მეგობრებისა და კოლეგების მხარდაჭერით პინეოში გაიხსნა ონკოლოგიური ცენტრი, სადაც მივიღებ და ვუმკურნალებ პაციენტებს.“

პინეო სამედიცინო ეკოსისტემა, როგორც მრავალპროფილური სამედიცნო ცენტრი ფუნქციონირებს ყოფილი მეოთხე სამშობიარო სახლის ბაზაზე  და ემსახურება ნებისმიერი სამედიცინო საჭიროების მქონე პაციენტს.

2015 წელს, ყოფილი სამშობიარო სახლი შეიძინა გუნდმა, რომელიც შედგებოდა საქართველოს ჯანდაცვის სფეროსთვის კარგად ცნობილი პროფესიონალებისგან:  ზაზა სინაურიძე, სანდრო ცისკარიძე, ავთანდილ იმედაძე, ანდრო ძნელაძე, არმაზ თავაძე, იაგორ კალანდაძე.

დღეისთვის პინეო სამედიცინო ეკოსისტემა  წარმოადგენს მეოთხე დონის რეფერალურ კლინიკას, მე-3 დონის პერინატალურ ცენტრს. აერთიანებს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას, უახლეს  მაღალტექნოლოგიურ სერვისებს და გამოცდილ სპეციალისტებს.

იხილეთ ასევე

ტელემედიცინა და ანალიზების ჩაბარება “დისტანციურად” – რა ცვლილებები მოიტანა პანდემიამ

კოვიდპანდემიამ, უკიდურესად ნეგატიურ შედეგებთან ერთად, დადებითი ტენდენციების განვითარებას და გააქტიურებასაც შეუწყო ხელი. ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის არის ტელემედიცინის განვითარება. საქართველოს …