მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » პირადად გამომიყენებია ინდური წარმოების პრეპარატები და კმაყოფილი ვარ
პირადად გამომიყენებია ინდური წარმოების პრეპარატები და არ მქონია უარყოფითი ეფექტები.ვიყენებ ჯენერიკებსაც და კმაყოფილი ვარ მათი მოქმედებით და შედეგიანობით.

პირადად გამომიყენებია ინდური წარმოების პრეპარატები და კმაყოფილი ვარ

იყენებენ თუ არა ქართველი მედიკოსები ჯენერიკ მდიკამენტებს, მათ შორის ინდური წარმოების ჯენერიკებს და კმაყოფილი არიან თუ არა მათი ეფექტურობით და ხარისხით, ამ თემაზე პედიატრმა ილონა ხიზანეიშვილმა ისაუბრა. 

“ჯენერიკებს პრაქტიკაში ვიყენებ. განსაკუთრებით ვნიშნავ იმ დასახელებებს, რომლებიც პრაქტიკიდან გამომდინარე მაქვს გამოცდილი და შედეგით კმაყოფილი ვარ. ბევრი ჯენერიკი ეფექტურია, ნამდვილად და შესაბამისად, მათ უფრო ხშირად ვნიშნავ. ის განწყობა ნამდვილად არა მაქვს, რომ ჯენერიკები კატეგორიულად ამოვიღო პრაქტიკული გამოყენებიდან. ასევე, არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ განვითარებად ქვეყნებში, იგივე ინდოეთში წარმოებული წამლები უხარისხოა.

პირადად გამომიყენებია ინდური წარმოების პრეპარატები და ნამდვილად არ მქონია უარყოფითი ეფექტები. თუმცა, როდესაც განსაკუთრებული შემთხვევა მაქვს და პაციენტის მდგომარეობა რთულია. თუ მაქვს არჩევანის საშუალება, უპირატესობას ბრენდს ვანიჭებ, თუმცა, როგორც აღვნიშნე, ვიყენებ ჯენერიკებსაც და კმაყოფილი ვარ მათი მოქმედებით და შედეგიანობით”, – განაცხადა ილონა ხიზანეიშვილმა.

იხილეთ ასევე

„მოდერნას“​ მიერ შექმნილმა „კოვიდ-19“-ის ვაქცინამ მოზარდებში 96-პროცენტიანი ეფექტურობა აჩვენა

„მოდერნას“​ მიერ შექმნილმა „კოვიდ-19“-ის ვაქცინამ მოზარდებში 96-პროცენტიანი ეფექტურობა აჩვენა. ინფორმაციას CNN კომპანიის აღმასრულებელ დირექტორზე, შტეფან …