მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » პირადად გამოვცადე ინდოეთში ადგილობრივი მედიკამენტები და ეფექტურად იმოქმედა
ინდოეთში ბევრ ფრანგულ და ბრიტანულ ფარმაცევტულ კომპანიებსაც აქვთ ქარხნები. არ აქვს მნიშვნელობა სად არის წარმოებული წამალი,მთავარია მწარმოებელი იყოს სანდო.

პირადად გამოვცადე ინდოეთში ადგილობრივი მედიკამენტები და ეფექტურად იმოქმედა

ჯანდაცვის სამინისტრომ ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილი პრობლემების დარეგულირების მიზნით, ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება და ბაზარზე მათი წილის გაზრდა დაასახელა.

ექსპერტთა ერთი ნაწილი იწონებს ინიციატივას და აღნიშნავს, რომ პროექტის წარმატებულად განხორციელებისთვის აუცილებელია, საზოგადოების ინფორმირება ჯენერიკების თაობაზე. ზოგიერთი კი, განმარტავს, რომ სანდოობის მიზნით, აუცილებელია სამინისტროს მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის გამკაცრებაზეც იზრუნოს.

ნევროლოგი და ოჯახის ექიმი ნატო შენგელია ჯენერიკ მედიკამენტების სანდოობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ის ენდობა და პრაქტიკაშიც ხშირად იყენებს ჯენერიკებს.

“როდესაც დარწმუნებული ვარ, რომ ჯენერიკი კარგი ხარისხისაა, შემიძლია ვთქვა, რომ თითქმის გათანაბრებული მაქვს ბრენდულ პრეპარატთან. დღეს სრულიად დასაშვებია ჯენერიკების გამოყენება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პაციენტს უჭირს ბრედნული მედიკამენტის შეძენა.

პირადად, ჩვეულებრივ ვწერ ჯენერიკებს დანიშნულებაში, თუმცა არსებობს ზოგიერთი ისეთი ჯენერიკი, რომლის ხარისხშიც დარწმუნებული არ ვარ და ასეთ დროს უპირატესობას ბრენდს ვანიჭებ. ჯენერიკების ხარისხში დაწმუნება კი ხდება პრაქტიკიდან გამომდინარე. როდესაც ესა თუ ის დასახელება უმრავლეს შემთხვევაში, დადებით შედეგს მაძლევს დაავადების მკურნალობისას, ეს მიდგომა ბუნებრიავია”, – განმარტავს ოჯახის ექიმი.

მისივე თქმით, ჯენერიკების ხარისხს არ განსაზღვრავს მწარმოებელი ქვეყანა და მიაჩნია, რომ ინდური წარმოების იმედიკამენტების მიმართ, სკეპტიკური განწყობაა და ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს:

“ინდოეთში ძალიან ბევრ ფრანგულ და ბრიტანულ ფარმაცევტულ კომპანიებსაც აქვთ ქარხნები. არ აქვს მნიშვნელობა სად არის წარმოებული წამალი – ინდოეთში, ეგვიპტეში თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, მთავარია მწარმოებელი კომპანია იყოს კეთილსინდისიერი და სანდო”. 

რამდენად ეფექტურია ჯენერიკ მედიკამენტი და რომელ ქვეყნებში იწარმოება ხარისხიანი მედიკამენტები ამ საკითხზე “პირველი ნაბიჯი საქართელოს” პედიატრს ირმა გოცირიძეს საკუთარი შეხედულება აქვს:

“როგორც პედიატრს მიმაჩნია, რომ პაციენტის მშობელს სასურველია ექიმმა აუხსნას, რომ კონკრეტული სიმპტომების სამკურნალოდ არსებობს როგორც ბრენდული, ისე ჯენერიკ მედიკამენტი, განუმარტოს წამლების დადებითი მხარეები, ასევე, აცნობოს მათ ღირებულებებს შორის სხვაობა და ამის შემდეგ ერთად შეჯერდნენ, თუ რომელ წამალს დანიშნავს საბოლოოდ ექიმი”.

პედიატრს ასევე, მიაჩნია, რომ პაციენტსაც უნდა მიეცეს გადაწყვეტილების მიღების საშუალება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მკურნალი თუ ოჯახის ექიმისგან სათანადო ინფორმაციას მიიღებს.

“პირადად ჯენერიკების საწინააღმდეგო ზოგადად არაფერი მაქვს. არც მწარმოებელი ქვყნებს ვანიჭებ განსაკუთრებულ უპირატესობას. არსებობს მაღალი ეფექტის მქონე ინდური მედიკამენტები. პირადად გამოვცადე ინდოეთში ყოფნისას ადგილობრივი მედიკამენტები, საკმაოდ ეფექტურად იმოქმედა. მაგალითად, ინდური წარმოების ომეპრაზოლის რიგის პრეპარატები იმდენად ხარისხიანი აღმოჩნდა, რომ ჩემს მეგობრებს ვაბარებ, როდესაც ინდოეთში უხდებათ სტუმრობა”, – აღნიშნა ირმა გოცაძემ.

ibusiness.ge

იხილეთ ასევე

„მოდერნას“​ მიერ შექმნილმა „კოვიდ-19“-ის ვაქცინამ მოზარდებში 96-პროცენტიანი ეფექტურობა აჩვენა

„მოდერნას“​ მიერ შექმნილმა „კოვიდ-19“-ის ვაქცინამ მოზარდებში 96-პროცენტიანი ეფექტურობა აჩვენა. ინფორმაციას CNN კომპანიის აღმასრულებელ დირექტორზე, შტეფან …