მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » პირბადეებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა, სააფთიაქო ქსელებში უკვე დეფიციტის ნიშნებია

პირბადეებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა, სააფთიაქო ქსელებში უკვე დეფიციტის ნიშნებია

ბოლო დღეების განმავლობაში პირბადეზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა, რის გამოც სააფთიაქო ქსელების ნაწილში, პერიოდულად, ამ პროდუქციაზე დეფიციტიც კი იქმნება.

როგორც jandacva.ge-ს პირბადეების ერთერთი მსხვილი ადგილობრივი წარმოების, შპს „რესპირატორის“ დირექტორმა სერგო გალუსტიანმა განუცხადა, მაის-ივნისთან შედარებით სააფთიაქო ქსელების მხრიდან პირბადეებზე მოთხოვნა იმდენადაა მომატებული, რომ ხშირად კომპანია მის დაკმაყოფილებას  ვერ ახერხებს.

„მსხვილი ქსელები ყოველთვიურად ჩვენი წარმოების 2 მილიონი ცალი პირბადის რეალიზაციას ახდენენ. ერთერთმა ქსელმა კი მხოლოდ ერთ დღეში – ამ შაბათს  300 ათასი ერთეული პირბადე გაყიდა.  ჩემი დაკვირვებით, ქსელები პირბადეზე მოთხოვნის ზრდას ელოდებიან და ამიტომ იმარაგებენ ამ პროდუქციას, შესაძლოა, მოსახლეობაც ქმნიდეს მარაგს,“- განაცხადა გალუსტიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოთხოვნის მიუხედავად, მწარმოებელს რეალიზატორებისთვის ფასი არ გაუზრდია.

შეგახსენებთ, რომ „რესპირატორი“ პირბადეებს თურქული ნედლეულით ამზადებს. სააფთიაქო ქსელებში პირბადის ფასი 6,5 ლარიდან 10 ლარამდეა.

კომპანია „ჯიპისიში“ მომხმარებლების მხრიდან პირბადეზე მოთხოვნის ზრდას ადასტურებენ. როგორ კომპანიაში jandacva.ge-ს განუცხადეს, ზრდა შესამჩნევია მაის-ივნისის პერიოდთან შედარებით, როდესაც მოსახლეობის მხრიდან რეგულაციების დაცვის უგულვებელყოფა ხდებოდა. მას შემდეგ კი, რაც ინფიცირების მაჩვენებელი დღეში 2 ათასს გადასცდა, პირბადეებზე მოთხოვნის ზრდაც ამ პროცესის პარალელურად დაიწყო.

“ჯანმრთელობის გაზომვათა” ინსტიტუტის მონაცემებით, ამ ეტაპზე საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 51%-ია. ეპიდემიოლოგების განმარტებით, პირბადის ტარების მაჩვენებლის გაზრდის შემთხვევაში ქვეყანაში კოვიდინფიცირების და გარდაცვალების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაიკლებს.

იხილეთ ასევე

ფარმაცევტული კომპანიებისთვის რეგულაციები არ გადავადდება – ჯანდაცვის მინისტრი ბიზნესს მხარდაჭერას პირდება

“ხელს შეგიწყობთ, რომ რაც შეიძლება სწრაფი ნაბიჯებით და რაც შეიძლება უსაფრთხოდ გადავიდეთ GMP სტანდარტზე”, – …