მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » პირბადის ტარებამ საქართველოში კოსმეტიკის საშუალებებზე მოთხოვნა შეამცირა

პირბადის ტარებამ საქართველოში კოსმეტიკის საშუალებებზე მოთხოვნა შეამცირა

პარფიუმერული კომპანია „ისი პარის“ დირექტორი მაია პაპალაშვილი “ბიზნესპარტნიორთან” განმარტავს, რომ მომხმარებელი უპირატესობას უფრო თავის მოვლის საშუალებებს ანიჭებს.

„პირბადეებიდან გამომდინარე ყველას უღიზიანდება კანი, უშრება, ამიტომ უპირატესობას მოვლას ანიჭებს, ვიდრე კოსმეტიკას. შესაბამისად, ახლა კოსმეტიკური ბრენდების დამატებით შემოტანა რთულია,“ – აცხადებს პაპალაშვილი.

მისი ინფორმაციით, ის მომხმარებელი, რომელიც საზღვარგარეთ დადიოდა და იქ ყიდულობდა სხვადასხვა პროდუქციას, პანდემიის გამო ვეღარ გადის ქვეყნიდან და პარფიუმერული პროდუქციის შესაძენად „ისი პარის“ მაღაზიებს სტუმრობს.

შპს „პრესტიჟი“ ბაზარზე „ისი პარის“ სავაჭრო ნიშნით მოღვაწეობს, კომპანიის ძირითადი საქმიანობა კოსმეტიკური და პარფიუმერული პროდუქტით საცალო და საბითუმო ვაჭრობაა. დღეს საქართველოს პარფიუმერიულ ბაზარზე „ისი პარის“ 18 მაღაზიაა წარმოდგენილი. 2022 წლის დასაწყისისთვის კომპანიას ქსელი 20-მდე გაიზრდება, ქსელს დაემატება მაღაზიები რუსთავსა და თელავში.

business-partner.ge

იხილეთ ასევე

თბილისში ბაღების ნახევარზე მეტი დახურულია, ქვეყნის მასშტაბით კი 108 სკოლა და 687 კლასი დისტანციურ რეჟიმზეა

ბოლო კვირის მონაცემით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 108 სკოლა და ცალკეული 687 კლასი. ინფორმაციას …