მთავარი » დაზღვევა » პირველად საქართველოში: დაზღვევის ანაზღაურების ონლაინ სერვისი “ჯიპიაი ჰოლდინგისგან”
"ჯიპიაი ჰოლდინგი" საშულებას გაძლევთ ნებისმიერ დროს, ოფისში მიუსვლელად, თქვენთვის სასურველი ადგილიდან მხოლოდ 2 წუთში შეავსოთ ჯანმრთელობის დაზღვევის ანაზღაურების განაცხადი და მომდევნო დღეს მიიღოთ თანხა ანგარიშზე.

პირველად საქართველოში: დაზღვევის ანაზღაურების ონლაინ სერვისი “ჯიპიაი ჰოლდინგისგან”

“ჯიპიაი ჰოლდინგი” საშულებას გაძლევთ ნებისმიერ დროს, ოფისში მიუსვლელად, თქვენთვის სასურველი ადგილიდან მხოლოდ 2 წუთში შეავსოთ ჯანმრთელობის დაზღვევის ანაზღაურების განაცხადი და მომდევნო დღეს მიიღოთ თანხა ანგარიშზე.

ან ასევე ოფისში მისვლის გარეშე, ონლაინ მოითხოვოთ ჰოსპიტალური მკურნალობის დაფინანსება და მიიღოთ საგარანტიო წერილი.

ანაზღაურების ონლაინ სერვისით შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც ვებ გვერდის: www.mygpi.ge ისე აპლიკაციის საშუალებით; აპლიკაციით სარგებლობისთვის, თქვენს სმარტფონში უნდა ჩამოტვირთოთ GPI Mobile.

კომპანიამ დაზღვევის შეძენის ონლაინ პორტალი ჯერ კიდევ წლის დასაწყისში დანერგა და სერვისების დიჯიტალიზაციის პროცესს კვლავ აგრძელებს. ანაზღაურების მიღება ონლაინ კი ჯიპიაი ჰოლდინგის დაზღვეულებს უკვე 3 თვეა შეუძლიათ. 

პაატა ლომაძე, ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი:

“ეს ახალი ეტაპია არა მხოლოდ ჩვენი, არამედ საქართველოს სადაზღვევო ბაზრის განვითარების. სადაზღვევო სფერო ბევრს კონსერვატიულ სფეროდ მიაჩნია, რთული პირობებითა და პროცედურებით. ამ ინოვაციური სერვისებით გაცილებით მარტივი და ხელმისაწვდომი ხდება არა მხოლოდ დაზღვევის შეძენა, არამედ ანაზღაურების მიღება. დარწმუნებულები ვართ, ეს ბევრ თანამედროვე ადამიანს მისცემს სტიმულს, ისარგებლონ დაზღვევით, ჰქონდეთ ფინანსური თავდაცვის მექანიზმები და უფრო თამამად განახორციელონ საკუთარი გეგმები”.

businesscontract.ge

იხილეთ ასევე

ონკოპაციენტები, რომლებსაც სადაზღვევო სისტემა სრულფასოვანი მკურნალობის გარეშე ტოვებს

40 წლის მაია ხარაიშვილის ისტორია არა მხოლოდ ერთი ონკოპაციენტის, არამედ ყველა იმ ადამიანის ისტორიაა, რომლებიც …