მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » პირველადი ჯანდაცვა აუცილებელია ონკოლოგიაში
პირველადი ჯანდაცვის რგოლი არის ძალიან მნიშვნელოვანი არამარტო ონკოლოგიაში, არამედ ნებისმიერ ჯანდაცვის სისტემაში და გამოცდილების მქონე დასავლეთის ქვეყნებში.

პირველადი ჯანდაცვა აუცილებელია ონკოლოგიაში

“პირველადი ჯანდაცვის რგოლი არის ძალიან მნიშვნელოვანი არამარტო ონკოლოგიაში, არამედ ნებისმიერ ჯანდაცვის სისტემაში. ეს მიდგომა აღიარებულია, როგორც საქართველოში, ისე უფრო დიდი გამოცდილების მქონე დასავლეთის ქვეყნებში“ , – ამის შესახებ სკრინინგ ცენტრის ხელმძღვანელმა, ონკოლოგმა რემა ღვამიჩავამ განაცხადა.

ღვამიჩავას თქმით “პირველადი ჯანდაცვის რგოლი უნდა იყოს ძლიერი. სწორედ, ამით იზოგება მეორეული და მესამეული დონის მედიცინა, რის უკანაც დგას სახელმწიფოს ფინანსები, გარდა ამისა, იზოგება დროც. ჩვენ სწორი გზით მივდივართ, თუმცა გვინდა ეს ყველაფერი მალე განხორციელდეს, რისთვისაც გარდა ბერკეტებისა და დანერგილი ახალი მოდელებისა საჭიროა, რომ შინაგანად მივიდეთ გეგმიურ კონსულტაციებამდე.

ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია, თუმცა მისი შენარჩუნება საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა. თუ ადამიანი ავად გახდება, მართალია ლომის წილს სახელმწიფო იხდის, მაგრამ ეს ხარჯებიც საზოგადოებიდან ანუ ჩვენგან გადასახადების სახით აღებული ფულია და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. როდესაც ყველა ჩვენთაგანი მიხვდება, რომ სჯობს არ მივიყვანოთ საკუთარი თავი სავალალო მდგომარეობამდე, და ეს ავადობა დავაფიქსიროთ მის საწყის სტადიაზე, საქმე გაცილებით გაიოლდება. ამიტომ პირველადი ჯანდაცვის რგოლი ძალიან მნიშვნელოვანია“.

რემა ღვამიჩავას მიაჩნია, რომ სკრინინგი დონეებად უნდა დაიყოს, რომლის შესრულებაც და განხორციელებაც ოჯახის ექიმმაც უნდა შეეძლოს. ასევე, ოჯახის ექიმმა უნდა უზრუნველყოს პაციენტის გადამისამართება საჭირო სპეციალისტთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციაა პირველადი რგოლის.

„რაც შეეხება ონკოლოგიას, აუცილებელია ეტაპობრივად სკრინინგი დავყოთ დონეებად და ეს გააკეთოს ოჯახის ექიმმა, ისევე როგორც რეგიონებში სოფლის ექიმმა. სოფლის ექიმს ხელის გულზე უდევს მოსახლეობა. სწორედ ამაზე მიდის მუშაობა როგორც სახელმწიფოს, ისე დონორი სამკურნალოდ საჭირო სპეციალისთან და შემდეგ პაციენტი ოჯახის ექიმთან ბრუნდება, ანუ ისევ ოჯახის ექიმს ევალება ოპერაციის და მკურნალობის შემდგომი მონიტორინგი.

მაგალითად, არსებობს ქიმიოთერაპიის შემდგომი გართულებები, ოჯახის ექიმმა უნდა იცოდეს რა გართულებები შეიძლება მოყვეს ამა თუ იმ პროცედურას, ამისთვის მოამზადოს პაციენტი და თვითონაც იცოდეს რა დონეს მოერევა და როდის არის საჭირო პაციენტი კვლავ პროფილურ სპეციალისტთან გაუშვას“,- განაცხადა ღვამიჩავამ.

ორგანიზაციების მხრიდან. უამრავი რამ კეთდება, პირველადი რგოლის გასაძლიერებლად სახელმწიფოსთან კოორდინაციით. გარდა ამისა, პირველადი ჯანდაცვის რგოლის ოჯახის ექიმმა იცოდეს პაციენტის ჩივილები და სწორად გადაამისამართოს იგი. ოჯახის ექიმი, აგზავნის პაციენტს. სკრინინგის პროგრამა საქართელოში 2008 წლიდან ფუქცნიონირებს.

საქართველოში სკრინინგის პროგრამა კიდევ უფრო ძლიერდება და მრავლდება რეგიონული ხელმისაწვდომობის თავსაზრისით. სკრინინგი დღეს ხელმისაწვდომია აბსოლუტურად ორი მიმართულებით: ფინანსური ხელმისაწვდომობა (კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში) – ყველა კვლევა უფასო და ხელმისაწვდმია მოსახლეობისთვის, რადგან ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რეგიონებში ფედერალური – თბილისში კი მუნიციპალური ბიუჯეტიდან ხორციელდება.

კერძოდ, სარძევე ჯირკვალი 40–დან 70 წლამდე, საშვილოსნოს ყელი 25–დან 60 წლამდე, მსხვილი ნაწლავი და წინამდებარე ჯირკვალი 50–დან 70 წლამდე. თუ ადამიანი სამივე მიმართულებით ჯდება ამ ასაკობრივ ჯგუფში, სქესის მიხედვით შეუძლია ჩაიტაროს გამოკვლევა უფასოდ.

სკრინინგი ჯანმრთელი პოპულაციის გამოკვლევა. თუ ადამიანს რაიმე აწუხებს და ის თავისი ინიციატივით მიდის ექიმთან ეს არ არის სკრინინგი. ჩვენ ასეთ ადამიანებსაც ვუტარებთ სკრინინგს თუ შესაბამის ასაკობრივ კატეგორიაშია, მაგრამ მას შეუძლია მიმართოს ექიმს უნივერსალური დაზღვევევის ფარგლებში. მსოფლიოს ევროპულ ქვეყნებში ძუძუს კიბოს სკრინინგი იწყება 50 წლის ასაკიდან, საქართველოში კი 40–დან.

„ევროპელმა ექსპერტებმა გვითხრეს, რომ ეს არის ფუფუნება. მაგრამ როდესაც ჩვენ დავთვალეთ და ჯანდაცვის ორგანიზატორებს საქართველოში დავუდეთ შედეგები, კერძოდ, ჩვენს მიერ გამოვლენილი ძუძუს კიბოს შემთხვევების 20 პროცენტი 40–დან 50 წლამდე ასაკში ფიქსირდებოდა, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა დაგვეთანხმა არსებულ ზღვარზე და ევროპელ ექსპერტებს რეკომენდაციაზე უარი ვუთხარით. ეს კიდევ ეფრთხელ აჩვენებს, რომ ყველა ნაბიჯი არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა დავგეგმოთ“, – ამბობს რემა ღვამიჩავა.

ipress.ge

იხილეთ ასევე

თბილისის მოსახლეობაში ვაქცინაციისთვის მზაობა გაიზარდა – კვლევის შედეგები

თებერვალში ჩატარებული კვლევისგან განსხვავებით, აპრილში ვაქცინაციასთან დაკავშირებით თბილისელების ინფორმირებულობის დონე 33%-ით გაიზარდა. ახლა უკვე 70% …