მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება დადებითი მოვლენაა
ნებისმიერი სახის პრევენცია რომ ყოველთვის სჯობს და უფრო მარტივია, ეს ფაქტია.პრევენციული მედიცინაც, რასაც გულისხმობს პირველადი ჯანდაცვა, დადებითი მოვლენაა.

პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება დადებითი მოვლენაა

ნონა გაფრინდაშვილი: პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება დადებითი მოვლენაა. პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე მუშაობა დაიწყო. რეფორმა გულისხმობს პირველადი რგოლის მნიშვნელობის გაზრდას და ოჯახის ექიმის ინსტიტუტის განვითარებას.

რეფორმის მიზანი დაავადებათა პრევენციის ხარსისხის ზრდა, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ამ რგოლში დასაქმებული მედ–პერსონალის მატერიალური უზრუნველყოფა და სისტემაში ხარჯეფექტურობის მიღწევაა. ჯანდაცვის სამინისტროს პირველადი რგოლის რეფორმირებაში კონსულტირებას საერთაშორისო კომპანია „გლობალ ალიანსი“ უწევს.

პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმას გამოეხმაურა ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი:

„რასაკვირველია, ვერ ვისაუბრებ პროფესიონალურ დონეზე, მაგრამ ჩემი, როგორც რიგითი პაციენტის გადმოსახედიდან, ნამდვილად მივესალმები პირველადი ჯანდაცვის რეფორმას. ნებისმიერი სახის პრევენცია რომ ყოველთვის სჯობს და უფრო მარტივია, ეს ფაქტია. ამიტომ პრევენციული მედიცინაც, რასაც გულისხმობს პირველადი ჯანდაცვა, მხოლოდ დადებითი მოვლენაა.

დღევანდელ დღეს თუ რაიმე უწყება კარგად მუშაობს, ეს ნამდვილად არის ჯანდაცვის სამინისტრო. ამ სამინისტროს მიერ განხორციელებულმა რეფორმებმა ბევრ ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე და ბევრს დაეხმარა.  ამიტომ ჩემი შეფასება არის ცალსახად დადებითი.

მე გესაუბრებით ჩვეულებრივი მოქალაქის პოზიციიდან, რომელიც შეიძლება ერთ დღეს იყოს პაციენტიც, რომ ნებისმიერი რეფორმა, რომელიც მიმართული იქნება მოქალაქეთა ჯანმრთელობის დონის გაზრდაზე, მხოლოდ მისასალმებელია“, – განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ პირველადი ჯანდაცვა, C ჰეპატიტის ელიმინაციისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტად გამოცხადდა.

news.ge

იხილეთ ასევე

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მოცვა 80%-მდე უნდა იყოს, თბილისში კი მხოლოდ 18%-ია

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგში პისიარ ტესტირება ჩაერთვება – ასეთია განახლებული გაიდლაინი, რომელსაც სკრინინგის ეროვნული ცენტრი …