მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » პირველადი რგოლი ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემაში
პირველადი რგოლი ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემაში.პირველადი ჯანდაცვის დაანონსებული რეფორმის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდიანრეობს.

პირველადი რგოლი ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემაში

ლუარა კახიანი: პირველადი რგოლი ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემაში.პირველადი ჯანდაცვის დაანონსებული რეფორმის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდიანრეობს. ამ რგოლის რეფორმა საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამების პარალელურად განხორციელდება.

რეფორმა, თავისი არსით, მასშტაბური და ფუნდამენტური ხასიათის იქნება, ამდენად, იგი შეეხება ყველას, პაციენტსაც და პირველად რგოლში დასაქმებულ მედიკოსებსაც. რეფორმის მიზანი დაავადებათა პრევენციის ხარისხის გაუმჯობესება და სისტემაში ხარჯეფექტურობის მიღწევაა.

დაგეგმილ რეფორმასტან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამენ ჯანდაცვის პირველადი რგოლის წარმომადგენლები.

ჯეო ჰოსპიტალს – სამტრედიის ამბულატორიული ცენტრის მენეჯერი ლუარა კახიანი მიიჩნევს, რომ პირველადი რგოლი ჯანდაცვის სისტემაში ყველაზე მნიშვნელოვანია:

„პირველადი რგოლი ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემაში. სწორედ ამ რგოლიდან იწყება დაავადების პრევენცია. პირველადი ჯანდაცვიდან იწყება ზრუნვა ადამიანის ჯანმრთელობაზე, ამიტომ მე ყველაზე მნიშვნელოვნად სწორედ ეს რგოლი მიმაჩნია, რამდენადაც პაციენტი პირველად აქ იღებს სამედიცინო სერვისს“, – აღნიშნავს იგი.

ლუარა კახიანი იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც დღეს ჯანდაცვის სისტემის პირველად რგოლშია და მიიჩნევს, რომ ეს პრობლემები კერძო კლინიკებს ნაკლებად ეხებათ: „პირველადი ჯანდაცვა სოფლის ამბულატორიებიდან იწყება. ეს არის ამბულატორიული სამსახური, უფრო პოლიკლინიკური სტილის. კერძო კლინიკებისგან განსხვავებით, სწორედ სოფლის ამბულატორიებშია სერიოზული პრობლემები.

კერძო კლინიკები მაქსიმალურად ცდილობენ ყველანაირი პირობის შექმნას, ეს ეხება სამედიცინო აპარატურას, თუ სხვა ნებისმიერ წვრილმანს. სოფლის ამბულატორიებს კი ნამდვილად ესაჭიროებათ დახმარება. მათ მუშაობის პირობები პრაქტიკულად არ გააჩნიათ“, – აცხადებს კახიანი.

მისი თქმით, პირველადი რგოლის გამართულად ფუნქციონირებისათვის რამდენიმე კომპონენტის არსებობა საციცოცხლოდ აუცილებელია. ესენია: ამბულატორიის კარგად და გამართულად ფუნქციონირებისათვის აუცილებელია ბაზა, როგორც სამედიცინო აღჭურვილობა, ასევე სხვა აუცილებელი ინვენტარი. ასევე, ანაზღაურების საკითხი.

„ექიმს უნდა ჰქონდეს დაინტერესება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის გზებს ეძებს დამატებითი შემოსავლის მისაღებად. როცა ანაზღაურება იქნება დამაკმაყოფილებელი, ექიმიც უფრო გულდასმით იმუშავებს და მეტი ყურადღებით მოეკიდება პაციენტის პრობლემებს“, – მიიჩნევს ლუარა კახიანი.

info9.ge

იხილეთ ასევე

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მოცვა 80%-მდე უნდა იყოს, თბილისში კი მხოლოდ 18%-ია

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგში პისიარ ტესტირება ჩაერთვება – ასეთია განახლებული გაიდლაინი, რომელსაც სკრინინგის ეროვნული ცენტრი …