მთავარი » ჯანდაცვა » PPP მოდელი 21-ე საუკუნის ჯანდაცვის სექტორში გამოწვევების გამკლავების საუკეთესო გზაა
საჯარო სექტორში ხშირია ფინანსების, სერვისების ხელმისაწვდომობის, ინოვაციების და ტექნოლოგიების, ეფექტური და გამოცდილი ჯანდაცვის მენეჯმენტის დეფიციტი.

PPP მოდელი 21-ე საუკუნის ჯანდაცვის სექტორში გამოწვევების გამკლავების საუკეთესო გზაა

ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვა ეკონომიკური ზრდის და განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

ჯანდაცვის სექტორში გაუმჯობესებული სერვისების მოთხოვნა საგრძნობლად იზრდება მოსფლიო მასშტაბით, რაც საკმაოდ რთული და ძვირადღირებული გამოწვევაა მუდმივი ეპიდემიების, არაგადამდები დაავადებების სიხშირის, დიაგნოსტირების და მკურნალობის მზარდი ფასებისა და სირთულეების ფონზე.

ჯანდაცვის გაუმჯობესებული სერვისების საჭიროების და მოლოდინების გამო უამრავი ქვეყანა დადგა იმ რესურსების ნაკლებობის წინაშე, რომლის გარეშეც შეუძლებელია ჯანდაცვის სექტორის განვითარება. საჯარო სექტორში ხშირია ფინანსების, სერვისების ხელმისაწვდომობის, ინოვაციების და ტექნოლოგიების, ეფექტური და გამოცდილი ჯანდაცვის მენეჯმენტის დეფიციტი.

PPP (საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობა) ჯანდაცვის სექტორში არსებული განსხვავებული, მრავალფეროვანი და ინოვაციური მეთოდების გამოყენებით საჯარო სექტორის ტრადიციულ მეთოდებს ავსებს და ფინანსური რისკების შემცირებასთან ერთად ეფექტური, გაუმჯობესებული და დახვეწილი ჯანდაცვის სერვისების მიწოდების უზრუნველყოფას ახორციელებს.

PPP_ის სარგებელი ჯანდაცვის სეტორში 

  • გაუმჯობესებული და ეფექტური მენეჯმენტის განხორციელება კერძო სექტორის ტექნოლოგიების და ინოვაციების გამოყენებით 
  •  განახლებული პირველადი და მეორადი ჯანდაცვის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის შექმნა და ხელმისაწვდომობა 
  • ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესება ხელშეკრულებით განსაზღვრული სტანდარტების დაცვითა და რეგულარული ინფრასტრუქტურული და ტექნოლოგიური განახლებებით 
  • კადრების გადამზადება და დასაქმება 
  • ხარისხის ფასთან თანაფარდობა (VFM) – კონკურენტული სატენდერო პროცესების მეშვეობით PPP მოდელის ხარჯთეფექტურობა პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზეა გათვალისწინებული

PPP საქართველოს ჯანდაცვის სექტორში

დღეისათვის ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროექტში საქართველოს საპარტნიორო ფონდის და ალფამედიკის კონსორციუმის მიერ მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება. ვენაში დაფუძნებული კომპანია ალფამედიკი, წარმოადგენს კონსორციუმს, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო დონეზე გამოცდილი კომპანიებს: Keppie Architects, The Health PartnershipMFK, FESP. კონსორციუმი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურისა და სერვისის მომწოდებელია, რომელიც შეიმუშავებს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის (PPP) პროექტებს.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ძირითადი პირობები წარმატებით იქნა შეთანხმებული ა/წ იანვარში საპარტნიორო ფონდსა და ალფამედიკს  შორის. ეს მნიშვნელოვანი ეტაპი მიღწეულ იქნა ორივე მხარის მიერ საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში ჰოსპიტალური სექტორის განვითარებისთვის ყველაზე ეფექტური PPP მოდელით.

ტენდერის დასრულების შემდეგ, რაც საპარტნიორო ფონდსა და კონსორციუმს შორის ხელშეკრულების გაფორმებას გულისხმობს, საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობის მოდელის მიხედვით თბილისის სამი საავადმყოფოს განვითარება  განხორციელდება. ამ ეტაპზე პროექტი კარგად არის შემუშავებული ეფექტური და კონკურენტული დაფინანსების გათვალისწინებით.

ქართული კლინიკები გარკვეულ პერიოდში ევროპულ სტანდარტებს უნდა მიუახლოვდნენ. ერთ-ერთი ამბიციური რეფორმატორული პროექტის ფარგლებში  სამი ძირითადი საავადმყოფოს სრული რეაბილიტაცია იგეგმება, ამასთან ერთად პროექტი სამედიცინო ხარჯების 30%_ით შემცირებას გვპირდება. ეს საავადმყოფოებია –  ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფო, თბილისის ონკოლოგიური ცენტრი და  თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო;

12718235_10204871892270959_3298306117308994830_n

ალფამედიკის კონსორციუმის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან სამი საავადმყოფოს რეაბილიტაციის პროექტში 250 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელონ. მინისტრის განცხადებით მოსალოდნელია პროექტის ჯამური ღირებულება 0.5 მილიარდ ლარს მიუახლოვდეს, რომელიც ხელშეკრულების თანახმად ერთობლივად დაიფარება ტენდერში გამარჯვებული კომპანიისა და საპარტნიორო ფონდის მიერ.

იმისათვის რომ დღესდღეობით მიღწეული პროგრესი კვლავაც გაგრძელდეს, პროექტის ფარგლებში საჭიროა შემდეგი ეტაპის განხორციელება: საპარტნიორო ფონდსა და ალფამედიკს შორის ხელშეკრულების გაფორმება.

 

იხილეთ ასევე

“ფაიზერის” ვაცქინა საქართველოშია

“ფაიზერის” ვაცქინა საქართველოშია. კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატით დატვირთული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წუხელ, 00:20 საათზე დაეშვა. …