მთავარი » ახალი ამბები » პრემიერი ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ჭარას ეწვევა. გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს.

პრემიერი ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ჭარას ეწვევა. გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს.

მრავალპროფილური საავადმყოფო 170 საწოლზე იქნება გათვლილი.თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით აღჭურვილი სამკურნალო დაწესებულება პაციენტებს მაღალი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს.

პრემიერ-მინისტრი ასევე დაათვალიერებს მრავალფუნქციურ სასტუმრო საცხოვრებელი კომპლექს “Porta Tower”-ს, რომლის მშენებლობაც 2016 წლის ზაფხულში დასრულდება.

გიორგი კვირიკაშვილი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის „IUHB” გახსნის ცერემონიას დაესწრება. ჰოსპიტალი 103 პაციენტზეა გათვლილი და 400 ადამიანია დასაქმებული. სამედიცინო პერსონალი, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი პროფესიონალებით დაკომპლექტდა.

მაღალი სამედიცინო-ტექნოლოგიური სტანდარტებით და მაღალი კლასის მომსახურებით გამორჩეული კლინიკა, რეგიონის მცხოვრებლებს შესაძლებლობას მისცემს, აჭარაშივე იყვნენ უზრუნველყოფილი მაღალი ხარისხის ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურებით.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ვიზიტის დროს, საქართველოს პრემიერ–მინისტრი ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებს.

ghn.ge

იხილეთ ასევე

ქვეყნები “მაიმუნის ყვავილის” წინააღმდეგ ვაქცინებს იმარაგებენ

ქვეყნები მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ ვაქცინების მარაგებს ქმნიან. ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი იმ პროცესებზე საუბრობს, რომლებიც ამ …