მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » პრემიერი: პოზნერს და მის თანმხლებ პირებს ჰქონდათ კოვიდ პასპორტი და PCR ტესტი

პრემიერი: პოზნერს და მის თანმხლებ პირებს ჰქონდათ კოვიდ პასპორტი და PCR ტესტი

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, რუს ჟურნალისტს ვლადიმერ პოზნერს საქართველოში შემოსვლით ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია. მთავრობის სხდომის დაწყებამდე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რეგულაციების დარღვევის გამო, რაც შეკრებასა და კომენდანტის საათის დარღვევას გულისხმობს, პოზნერი და მისი თანმხლები პირები დაჯარიმდნენ. “ვლადიმერ პოზნერს არ დაურღვევია ოკუპაციის შესახებ კანონი. ის ხშირად სტუმრობს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების პასპორტით. ეს იყო მორიგი კერძო ხასიათის ვიზიტი. ამასთან, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, მას და მის თანმხლებ პირებს ჰქონდათ კოვიდ პასპორტი და უარყოფითი პასუხი PCR ტესტზე. შესაბამისად, ისინი ქვეყანაში შემოვიდნენ კანონთან სრულ შესაბამისობაში. რაც შეეხება სტუმრების შეკრებას რეგულაციების გაუთვალისწინებლად. ეს მიუღებელია ჩვენთვის ყველასთვის, ეს არის დარღვევა და შესაბამის უწყებებში მყისიერი რეაქცია ჰქონდათ. დაჯარიმდა როგორც დაწესებულება, ასევე ყოველი ინდივიდი”,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ.

აქტივისტების აცხადებდნენ, რომ პოზნერი არის განცხადების ავტორი, რომლის თანახმადაც “აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი” და მას საქართველო დაუყოვნებლივ უნდა დაეტოვებინა. ამასთან, აქტივისტები აცხადებდნენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა ე.წ. კომენდანტის საათი დაარღვიეს, როდესაც სასტუმრო “რუმსიდან” სასტუმრო “ვინოტელში” სავახშმოდ მივიდნენ. რუსმა ვიზიტორებმა საქართველო დღეს გამთენიისას, დაგეგმილზე ორი დღით ადრე, განვითარებული მოვლენების გამო დატოვეს.

იხილეთ ასევე

ჰოსპიტალიზებული კოვიდპაციენტების რაოდენობამ 2 ათასს გადააჭარბა

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ისევ გაიზარდა და 761 შეადგინა. გუშინ ეს მაჩვენებელი 687 …