მთავარი » ახალი ამბები » პრემიერმა რუხში საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა დაათვალიერა
გიორგი კვირიკაშვილმა დავით სერგეენკოსთან, ლევან შონიასთან,ედიშერ თოლორაიასთან ერთად რუხში მრავალ პროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა დაათვალიერეს.

პრემიერმა რუხში საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრთან დავით სერგეენკოსთან, სამეგრელოს გუბერნატორთან ლევან შონიასთან, ზუგდიდის გამგებელთან ედიშერ თოლორაიასთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად რუხში მრავალ პროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს.

საავადმყოფოს მშენებლობა 2014 წლის 25 აგვისტოს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დაიწყო, სოფელ რუხში 220-ადგილიანი მრავალპროფილური საუნივერსიტეტო საავადმყოფო რეგიონს და კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ პირებს მოემსახურება.

12742769_559370380899204_4530715449254848372_n12717523_559370384232537_986679345341836287_n12745687_559370417565867_336628670510643518_nკომპლექსი 7 ბლოკისა და სხვადასხვა ტიპის საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობებისგან შედგება: მთავარი კორპუსი, ქიმიო და სხივური თერაპიის ბლოკი, მიმღები ბლოკი, კვების ბლოკი, ცენტრალური სამრცეხაო-სასტერილიზაციო ბლოკი, პათოლოგ-ანატომიური კორპუსი, საქვაბე,საგენერატორო სადგური, ავტოსადგომი 180 მანქანაზე, ვეტროდრომი, გამწმენდი ნაგებობა ბიოტალი (150ტ) კანალიზაციის ტუმბოები წყლის რეზერვუარი – 250X2 მეტრ/კუბი, საერთო საცხოვრებელი. ამ ბლოკებიდან ნაწილი – 5, ნაწილი კი, 2-სართულიანია. საერთო სამშენებლო ფართი 30 000 კვ.მ.-ზე მეტს შეადგენს.

ამ დროისთვის, ყველა ნაგებობის მშენებლობა დასრულებულია; ჩასმულია მეტალო-პასტმასის კონსტრუქციები;დასხმულია სახურავი, დაგებულია იატაკის ძირითადი ნაწილი; მიმდინარეობს ვიტრაჟების ჩასმა, თაბაშირ-მუყაოსა და ლესვის სამუშაოები – შენობის შგნით.

სამუშაოები სამშენებლო უსაფრთხოების წესების, გარემოსდაცვითი და სეისმური მოთხოვნების სრული დაცვით წარმოებს. მშენებლობა დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით ხორციელდება.

smoge.org

იხილეთ ასევე

ქვეყნები “მაიმუნის ყვავილის” წინააღმდეგ ვაქცინებს იმარაგებენ

ქვეყნები მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ ვაქცინების მარაგებს ქმნიან. ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი იმ პროცესებზე საუბრობს, რომლებიც ამ …