მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » პროსტატის კიბოს დიაგნოსტირებისთვის საქართველოში არის ტექნოლოგია, რომელიც ჯერ თურქეთსაც არ აქვს

პროსტატის კიბოს დიაგნოსტირებისთვის საქართველოში არის ტექნოლოგია, რომელიც ჯერ თურქეთსაც არ აქვს

საქართველოს აქვს შესაძლებლობა, პაციენტმა პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა უახლოესი ტექნოლოგიით, ადრეულ ეტაპზე და უმაღლესი სიზუსტით ჩაიტაროს. ესაა მიკროსკოპული ექოსკოპია,  რომელიც მაგნიტურ-რეზონანსური ტომოგრაფიისგან არა მხოლოდ მაღალი სიზუსტით, არამედ იმითაც გამოირჩევა, რომ პაციენტს შეუძლია კვლევა რამდენიმე წუთში, დისკომფორტის გარეშე და დაბალ ფასად გაიკეთოს. ამის შესახებ უროლოგმა გურამ ქარაზანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ აპარატს ერთადერთი კომპანია უშვებს და ის უშუალოდ პროსტატაზეა მიმართული. აღნიშნული ტექნოლოგია თურქეთშიც კი არ არის.

მისივე თქმით, PSA აღარ ითვლება სწორ მარკერად, რადგან შესაძლოა ის ნოლიც იყოს, მაგრამ ადამიანს კიბო ჰქონდეს. ამასთან, აქტუალობა დაკარგა სტანდარტულმა ექოსკოპიამაც, რადგან მისი გაკეთების შემდეგ პაციენტს შესაძლოა უთხრან, რომ სრულიად ჯანმრთელია, მაგრამ სიმსივნე ჰქონდეს.

რაც შეეხება მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას, ის პაციენტისთვის დისკომფორტთანაა დაკავშირებული – აპარატში საათნახევარი წოლაა საჭირო, რაც 50 წელს გადაცილებული ბევრი ადამიანისთვის სირთულეს წარმოადგენს, გარდა ამისა, შესაძლოა პაციენტს ჰქონდეს კლაუსტროფობია.

სწორედ ამიტომ სპეციალისტი ზემოთჩამოთვლილ რისკჯგუფებს დროული სკრინინგისკენ მოუწოდებს, რაც ძვირადღირებულ მკურნალობას და სიცოცხლის ხარისხის გაუარესებას აგვარიდებს თავიდან. მას მოჰყავს ევროპის სტატისტიკა, რომლის თანახმადაც ადრეულ ეტაპზე პროსტატის კიბოს მკურნალობა ევროპაში 5 ათას ევრომდე ღირს, მეტასტაზურის კი 240 ათასი ევრო, თუმცა მაქსიმალური შედეგი, რაც ამ უკანასკნელ შემთხვევაში მიიღწევა, სიცოცხლის 4-5 წლამდე გახანგრძლივებაა, ისიც – მისი ხარისხის გაუარესებისა და მუდმივი მკურნალობის პირობებში.

„არის ახალი მეთოდები, რომ სწრაფად და დროულად გამოვავლინოთ კიბო. სკრინინგი უნდა გადავიდეს თანამედროვე რელსებზე არა ისე როგორც იყო ადრე. დამთავრდა კოვიდის პერიოდი და დროა, მეტი ყურადღება დავუთმოთ ამ საკითხს,“ – განაცხადა გურამ ქარაზანაშვილმა.

 

იხილეთ ასევე

მოსახლეობის ნახევარზე მეტი ინტერნეტს ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიებისთვის იყენებს

15 წელს გადაცილებული მოქალაქეების დიდი ნაწილი,  (95.9%) ინტერნეტში სოციალური ქსელების გამოყენების მიზნით შედის, ინტერნეტ (აუდიო/ვიდეო) …