მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანიის გამოჩენას ექიმები იმედით უყურებენ
შეგახსენებთ, რომ იანვარის ბოლოს, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია ჰუმანითი ჯორჯია შემოდის და ბაზარს მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს.

ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანიის გამოჩენას ექიმები იმედით უყურებენ

ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრების შესახებ პროგრამის ამოქმედებას გეგმავს.

მსგავსი პროგრამა ადრეც მოქმედებდა საქართველოში, თუმცა ახლა მის შინაარსში გარკვეული შესწორებები შედის და ხარისხის კონტროლი უფრო გამკაცრებულია. იგეგმება, რომ  გარდა საქართველოში არსებული ლაბორატორიისა, მედიკამენტების და ნედლეულის ხარისხი გადამოწმდება ევროპის წამყვან, ლიცენზირებულ კლინიკებში.

ამ ფონზე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო განცხადებას აკეთებს და ადასტურებს, რომ „იანვრის ბოლოდან საშუალება გვექნება, რომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე თვალ-ყური ვადევნოთ კომპანია ჰუმანითი ჯორჯიას აქტივობებს“. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კომპანიამ დაიწყო საკმაოდ აქტიური საინფორმაციო კამპანია და იმის ახსნა, თუ რას აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ იანვარის ბოლოს, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია ჰუმანითი ჯორჯია შემოდის და ბაზარს მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი.

მნიშვნელოვანია, რომ პროდუქციის ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის  EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით. სამინისტროს ინიციატივასა და ქვეყანაში არსებულ წამლის ხარისხის კონტროლის სისტემაზე, საკუთარი პოზიცია ალერგოლოგმა, მედიცინის დოქტორმა და ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის დამუძნებელმა,  ბაია ბეზარაშვილმა დააფიქსირა:

“წამლის, ისევე, როგორც საკვები პროდუქტების კონტროლი უნდა იყოს ძალიან მაღალ დონეზე აყვანილი. ჩვენ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ, ისევე როგორც ჩვენი პაციენტები, ჩვენი ოჯახის წევრეპი და ნამდვილად მაღალ ხარისხიან პრეპარატს ვღებულობთ. რა თქმა უნდა, წამლების ხარისხის კონტროლი არსებობს მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში საკმაოდ მაღალ დონეზე.

სამწუხაროდ, ჩვენთან არის საკმაოდ დაბალ დონეზე საკმაოდ და პირადად მე მომხრე ვიქნებოდი, რომ წამლის კონტროლი მართლაც გაძლიერებულიყო და ვიცოდეთ რა პრეპარატის მიღებიდან რა შედეგს უნდა ველოდეთ. დღეს ბაზარზე  ძალიან ბევრი  კარგი ჯენერიკი იყიდება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ რომელი კომპანია რა სახისა და რა ხარისხის წამალს ყიდის.

პირადად მე ყოველთვის ვცდილობ დავნიშნო FDI–ს და gmp–ის სერთიფიკატით მოწოდებული წამლები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტს შეესაბამება, მწარმოებელ ქვეყანას კი მნიშვნელობა არ აქვს, ეს  ინდური ქნება ეს თუ სხვა“.

რაც შეეხება ახალი ფარმაცევტული კომპანიის გამოჩენას, ექიმი სრულ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა კონკურენციის გაზრდის მიზნით, ბაზარზე ახალი კომპანიის შემოსვლის ფაქტს მიესალმება:

„სრულ ინფორმაციას არ ვფლობ ჰუმანითი ჯორჯია რა ტიპის მედიკამენტების იმპორტირებას აპირებს. ჩემთვის ყველაზე საოცნებო იქნებოდა, რომ პაციენტთან ვიყო არჩევანში თავისუფალი.  არ ვფიქრობდე,  რა ღირებულების მქონე  წამალი დავუნიშნო, არამედ ვუნიშნავდე წამალს და დარწმუნებული ვიყო, რომ ის ეფექტური და ხარისხიანია.

არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში ჯენერიკი იქნება თუ ბრენდი, ინდური თუ ადგილობრივი წარმოების. რადგან ბევრი კარგი ჯენერიკიც არსებობს. თუმცა, ზოგჯერ არის ალერგიის რთული ფორმა, როდესაც უნდა დაუნიშნო პაციენტს მაღალი ხარისხის ნამდვილად სანდო და ეფექტური პრეპარატი“.

აღნიშნულ ინიციატივებსა და ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილ პრობლემებს გამოეხმაურა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი:

„საქართველოში გვაქვს მომხმარებლის შესახებ კანონი და მომხმარებელმა, რომელიც ყიდულობს მედიკამენტს, აუცილებლად უნდა იცოდეს, თუ ვინ არის მწარმოებელი, არის თუ არა ის საშიში ჯანმრთელობისათვის და ასე შემდეგ. სახელმწიფო ვალდებულია დაიწყოს ფართო მასშტაბიანი კამპანია ამ მიმართულებით და მოსახლეობას აუხსნას, რომ ჯენერიკების მიღებით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესდება.

როდესაც წამალს აწარმოებს ესა თუ ის კომპანია, ის ვალდებულია დაიცვას ის შემადგენლობა და აუცილებელი მოთხოვნები, რომელიც გააჩნია ბრენდ მედიკამენტს და მის გამომგონებელ კომპანიას. თუ ჯანდაცვის სამინისტრო ამას გააკეთებს, ვფიქრობ, რომ ეს კარგი იქნება, რადგან საქართველოში პანიკური შიშია ცვლილებებთან მიმართებაში და ადამიანები უნდობლობით უყურებენ ყველა სიახლეს“.

frontnews.ge

იხილეთ ასევე

ფარმაცევტული კომპანიებისთვის რეგულაციები არ გადავადდება – ჯანდაცვის მინისტრი ბიზნესს მხარდაჭერას პირდება

“ხელს შეგიწყობთ, რომ რაც შეიძლება სწრაფი ნაბიჯებით და რაც შეიძლება უსაფრთხოდ გადავიდეთ GMP სტანდარტზე”, – …