მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ქორწილების, ქელეხებისა და იუბილეების გამართვა და მათში მონაწილეობა, შესაძლოა, “კოვიდპასპორტის” მქონე ადამიანებისთვის დაუშვან

ქორწილების, ქელეხებისა და იუბილეების გამართვა და მათში მონაწილეობა, შესაძლოა, “კოვიდპასპორტის” მქონე ადამიანებისთვის დაუშვან

ქორწილების, ქელეხებისა და იუბილეების გამართვა და მონაწილეობა, შესაძლოა, “კოვიდპასპორტის” მქონე ადამიანებისთვის ნებადართული გახდეს

ორშაბათიდან შრომის ინსპექცის ხელმძღვანელი სხვადასხვა ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს, რომელთა მიზანიც ე.წ. მწვანე ზონების შექმნაა. ინიციატივის არსი ისაა, რომ ობიექტზე დაიშვება მომხმარებელი, რომელსაც „კოვიდპასპორტის“ წარდგენისას სპეციალური ელექტრონული სისტემა „გაამწვანებს“.

 

„,მწვანე“ სტატუსი ნიშნავს, რომ ადამიანი შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთერთს მაინც აკმაყოფილებს: ბოლო 24 საათში გაკეთებული აქვს სწრაფი კოვიდ-ტესტი და პასუხი ნეგატიურია, ბოლო 72 საათის განმავლობაში აქვს ჩატარებული პისიარ-კვლევა და პასუხი ნეგატიურია, ბოლო 6 თვეში გადატანილი აქვს კოვიდინფექცია, ან არის ორჯერადად ვაქცინირებული.

როგორც შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა, პირველ ეტაპზე ინიციატივას სარეკომენდაციო ხასიათი ექნება. რეკომენდაციის თანახმად, ობიექტებმა საკუთარ ტერიტორიაზე არ უნდა დაუშვან მომხმარებლები, რომლებიც კოვიდ-ინფექციის გავრცელების კუთხით, უსაფრთხოების სტანდარტებს არ აკმაყოფილებენ და შესაბამისად, მათ სისტემა „გააწითლებს.“

ფერაძის თქმით, ბიზნესსუბიექტების ნაწილმა უკვე გამოთქვა დაინტერესება აღნიშნული სისტემის დანერგვისადმი. მას შემდეგ, რაც სისტემა პრაქტიკაში დაიწყებს მუშაობას, მოხდება პირველადი შედეგების ანალიზი და ამის შემდეგ, საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს აღნიშნული სისტემის ვალდებულების სახით შემოღების შესახებ. ბექა ფერაძის განმარტებით, აღნიშნული სისტემის გამოყენება ნებისმიერ ობიექტზე, ასევე ტრანსპორტშია შესაძლებელი, თუმცა გადაწყვეტილებას მისი ამა თუ იმ სეგმენტში დანერგვის შესახებ საკოორდინაციო საბჭო იღებს. „თუ ბიზნესსუბიექტებისთვის ეს სისტემა სავალდებულო გახდება,სავარაუდოდ, ეს მოხდება რეგულაციების შემსუბუქების პარალელურად. მაგალითად, რესტორნის მფლობელს უფლება ექნება გამართოს სოციალური ღონისძიება – ქორწილი, ქელეხი, იუბილე და ა.შ. თუ ის მხოლოდ უსაფრთხო სტუმრებს დაუშვებს,“ – განაცხადა ფერაძემ.

იხილეთ ასევე

„პირბადის ტარება ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის“ –  სწავლა გამკაცრებული რეგულაციებით დაიწყო

პირბადე ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის და, შესაბამისი სამედიცინო ჩვენების არარსებობის პირობებში, მისი ტარებით მოზარდს …