მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ქვემო ქართლში კორონავირუსის ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 8-ჯერ, თბილისში კი 4-ჯერ გაიზარდა

ქვემო ქართლში კორონავირუსის ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 8-ჯერ, თბილისში კი 4-ჯერ გაიზარდა

სტატისტიკა ადასტურებს, რომ ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები საქართველოს ყველა რეგიონში, ასევე დედაქალაქში მკვეთრადაა მომატებული.

ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 463 (გუშინ იყო 111), სამეგრელო-ზემო სვანეთში – 96 (გუშინ იყო 20), იმერეთში – 88 (გუშინ 19), აჭარა – 83 (გუშინ 16), , კახეთი – 19 (გუშინ 5), ქვემო ქართლი – 41 (გუშინ 5), რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 19 (გუშინ 5), შიდა ქართლი – 32 (გუშინ 17), გურია – 31 (გუშინ 20).

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 897 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 284 958-ს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 832 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 880, საიდანაც 1 892 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

ერთი კვირის წინ, 30 მარტს ჰოსპიტლებში 1624 ადამიანი იმყოფებოდა.

იხილეთ ასევე

ჰოსპიტალიზებული კოვიდპაციენტების რაოდენობამ 2 ათასს გადააჭარბა

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ისევ გაიზარდა და 761 შეადგინა. გუშინ ეს მაჩვენებელი 687 …