მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ქვეყანა ახალი რეგულაციების გამოცხადების საფრთხის წინაშეა – “დადებითობის” 14-დღიანმა მაჩვენებელმა 4%-ს გადააჭარბა

ქვეყანა ახალი რეგულაციების გამოცხადების საფრთხის წინაშეა – “დადებითობის” 14-დღიანმა მაჩვენებელმა 4%-ს გადააჭარბა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 14-დღიანმა დადებითობის მაჩვენებელმა 4%-ს გადააჭარბა. ეს ის ზღვარია, რომლის შემდეგაც ქვეყანაში რეგულაციების გამკაცრება უნდა დაიწყოს. რა რეგულაციებს დააწესებს ან გაამკაცრებს ხელისუფლება, უახლოეს საათებში უნდა გახდეს ცნობილი – დღეს ჩანიშნულია როგორც მთავრობის, ისე საკოორდინაციო საბჭოს სხდომები.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 521 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გაიდაიცვალა 18 პაციენტი.  გარდაცვლილთა ჯამურმა მაჩვენებელმა უკვე 4 ათასს გადააჭარბა და 4043 შეადგინა. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4,64%, ბოლო 7 დღის – 4,51%.

ქვეყანაში უკვე აცრილია მოსახლეობის 1%-ზე მეტი, ჯამში – 38553 პირი.  ბოლო ერთ დღეში ვაქცინაცია 963-მა ადამიანმა ჩაიტარა. 

სტაციონარებში 3676, ხოლო კლინიკურ სასტუმროში 727 პირი იმყოფება. 

ეპიდემიოლოგები მოუწოდებენ მოსახლეობას, აღდგომის სადღესასწაულო დღეები მოკრძალებულად აღნიშნონ. ერთერთ საფრთხედ ახლა კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის გავრცელების რისკი სახელდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში ინდური შტამი ჯერჯერობით არ ცირკულირებს.

მისი თქმით, ორი კვირაა საქართველომ ინდოეთთან შეზღუდვა და კარანტინი აამოქმედა.

რაც შეეხება ბრიტანულ შტამს, ის საქართველოში უკვე წამყვანია და კორონავირუსის შემთხვევების 80%  ამ შტამზე მოდის. პაატა იმნაძის თქმით,ე საა იმის მიზეზი, რომ  უფრო სწრაფად ვრცელდება და უფრო მეტი ახალგაზრდა ავადდება.

 

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის სამინისტრო ელოდება, რომ „ინდური შტამი“ ქვეყანაში დომინანტი გახდება

ქვეყნის მასშტაბით  „დელტა“, იგივე ინდური შტამის გავრცელების მაჩვენებელი ინფიცირებულთა 8%-ს შეადგენს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა …