მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ქვეყანაში ანტიბიოტიკების მოხმარების მასშტაბებზე ზუსტი მონაცემი არ არსებობს
ანტიბიოტიკების მოხმარება დიდი პრობლემას იმის გამო ქმნის, რომ დროთა განმავლობაში ბაქტერიები მათ მიმართ მდგრადი ხდებიან და ერთგვარ იმუნიტეტს გამოიმუშავებენ.

ქვეყანაში ანტიბიოტიკების მოხმარების მასშტაბებზე ზუსტი მონაცემი არ არსებობს

საქართველოს ჯანდაცვის სისტემის შესახებ ჯანმოს ბოლო ანგარიშში ერთერთი მთავარი ადგილი ანტიბიოტიკების კუთხით არსებულ ვითარებას ეთმობა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ Საქართველომ განახორციელა ანტიბიოტიკებზე ეროვნული ზედამხედველობა და ამ მონიტორინგს ახორციელებს წამლის სააგენტო, იმპორტის შესახებ დოკუმენტაციის წარდგენის გზით. Თუმცა, მონიტორინგის პროცესში არ ხვდება მონაცემები აფთიაქებში გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის შესახებ, რის გამოც, სავარაუდოდ, ანტიბიოტიკების საერთო მოხმარება სრულყოფილად არ არის შეფასებული.

ანგარიშის თაახმად, საქართველომ ვერ მიაღწია ჯანმოს ეროვნულ-მიზნობრივ მაჩვენებელს, რომელიც ანტიბაქტერიული საშუალებების საერთო გამოყენების მინიმუმ 60%-ზე ზედამხედველობას გულისხმობს. ეს კი, დოკუმენტის თანახმად, ადასტურებს იმას, რომ კვლავ აუცილებელია აქტიური ძალისხმევა ანტიმიკრობული პრეპარატების რაციონაული მოხმარების მიზნით.

ანტიბიოტიკების არარაციონალურ მოხმარებაზე საქართველოში წლებია საუბრობენ და ეს საკითხი ჰოსპიტალურ ინფექციების პრობლემასაც უკავშირდება.

ნიუ-ჰოსპიტალსის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ვახტანგ კალოიანის განცხადებით, ჰოსპიტალური ინფექციების გავრცელება არა მარტო საქართველოს, არამედ სხვა, მათ შორის განვითარებული ქვეყნების პრობლემაა და ის მხოლოდ  ჰოსპიტალში ინფექციების კონტროლის დონეზე არაა დამოკიდებული.  მთავარი პრობლემა ამ კუთხით ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენების შედეგად მათ მიმართ მოსახლეობაში ჩამოყალიბებული რეზისტენტობაა – ანუ მდგომარეობა, როდესაც ანტიბიოტიკი აღარ მუშაობს და ინფექციას ვერ ერევა.

რეზისტენტობის გავრცელებაში ბრალი მიუძღვის ვეტერინარიაში ანტიბიოტიკების გამოყენებასაც. ცხოველთა პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით აქტიურად იყენებენ ანტიბაქტერიულ საშუალებებს. შედეგად, პროდუქტიულობა იზრდება, მაგრამ ასეთი ცხოველის ხორცი შეიცავს რეზისტენტულ შტამებს, რომლებსაც მომხმარებელსაც გადასცემს. პრობლემაა ისიც, რომ ანტიბიოტიკებს გაციების, გრიპის, საზოგადოდ, ისეთი დაავადებების დროს უშინავენ პაციენტებს, რომლებიც ბაქტერიებით არ არის გამოწვეული.

იხილეთ ასევე

ალერგიის სეზონი სრულდება – რატომ უგრძელდება ადამიანების ნაწილს ალერგიის სიმპტომები?

მაღალი ალერგენული თვისებების სარეველა მცენარეების ყვავილობა დასასრულს უახლოვდება. ინფორმაციას ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი ავრცელებს. ამასთან, …