მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ქვეყანაში ბავშვთა ონკოლოგიური კლინიკა შეიქმნება – რა გეგმები აქვს ჯანდაცვის სამინისტროს

ქვეყანაში ბავშვთა ონკოლოგიური კლინიკა შეიქმნება – რა გეგმები აქვს ჯანდაცვის სამინისტროს

ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის შექმნასთან დაკავშირებით, ისრაელის „იხილოვის სამედიცინო ცენტრის“ წარმომადგენლების ვიზიტი დასრულდა. სხვადასხვა შეხვედრებზე, დელეგაციის წევრებმა, ქართულ მხარეს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ბავშვთა ონკოლოგიური კლინიკის მოწყობის, ფუნქციონირებისა და მკურნალობის ტაქტიკის შესახებ. ასევე, განიხილეს ონკო-ჰემატოლოგიური სერვისების მიმართულებით დანერგილი პრაქტიკა. „იხილოვის სამედიცინო ცენტრის“ წარმომადგენლები ბავშვთა ონკოლოგიასთან დაკავშირებული პროფესიების არსებულ სარეზიდენტო პროგრამებს გაეცნენ. განიხილეს სამომავლოდ მათი განვითარების შესაძლებლობებიც.

ისრაელის დელეგაციის წარმომადგენლებმა, 2-დღიანი ვიზიტის ფარგლებში, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ლაბორატორია, მიმდებარედ არსებული ტერიტორია და ის შენობა დაათვალიერეს შენობა, რომელშიც თბილისის ონკოლოგიური ცენტრი ფუნქციონირებდა.

ვიზიტის დასასრულს, „იხილოვის სამედიცინო ცენტრის“ წარმომადგენლებმა, ქართულ მხარეს, ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის შექმნასთან დაკავშირებით რეკომენდაციები გაუზიარეს, მათ შორის ინფრასტრუქტურის, სამედიცინო აღჭურვილობებისა და ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებით. ასევე ისაუბრეს, მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიის მნიშვნელობაზე. მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, 2 კვირის ვადაში, „იხილოვის სამედიცინო ცენტრის“ წარმომადგენლები პირველად სამუშაო კონცეფციას წარმოადგენენ. ამ ეტაპზე, ქვეყანაში, არ არსებობს ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკა. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, მულტიპროფილური და მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის მქონე, პროფესიონალთა გუნდით დაკომპლექტებული ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკა, პაციენტებისთვის ერთ სივრცეში ყველა საჭირო მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს.

იხილეთ ასევე

ტელემედიცინა და ანალიზების ჩაბარება “დისტანციურად” – რა ცვლილებები მოიტანა პანდემიამ

კოვიდპანდემიამ, უკიდურესად ნეგატიურ შედეგებთან ერთად, დადებითი ტენდენციების განვითარებას და გააქტიურებასაც შეუწყო ხელი. ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის არის ტელემედიცინის განვითარება. საქართველოს …