მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევებმა გარკვეულწილად იმატა

ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევებმა გარკვეულწილად იმატა

კორონავირუსის შემთხვევებმა გარკვეულწილად იმატა, თუმცა ჯერჯერობით ამ საკითხზე ოფიციალური სტატისტიკა არ გამოქვეყნებულა. საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე, ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ამბობს, რომ ბოლო პერიოდში გამოიკვეთა გრიპის შემთხვევების შემცირება და კოვიდის დადასტურების ფაქტების ზრდა, თუმცა როგორია ზოგადი სტატისტიკა – ინფექციონისტისთვის ამ ეტაპზე უცნობია და ეს მონაცემი დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უნდა გაასაჯაროვოს.

მისი ინფორმაციით, ბოლო სტატისტიკით რესპირაციულ ინფექციებს შორის კოვიდზე 10-15% მოდიოდა. ამ ეტაპზე, მისი თქმით, წინა თვესთან შედარებით, გრიპის შემთხვევები შემცირებულია. თუმცა, გოგინავას განცხადებით, შესაძლოა, სასკოლო არდადეგების დასრულებამ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე გავლენა მოახდინოს.

იხილეთ ასევე

თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ერთ თვეში საქართველოში კორონავირუსით 6 პაციენტი გარდაიცვალა

ამ ეტაპზე ქვეყანაში ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა რაოდენობა 150-200-ს არ აღემატება, ერთ თვეში კი ინფექციამ 6 ადამიანი …