მთავარი » ჯანდაცვა » ქვეყანაში მედიკამენტების ხარისხის კონტროლის პრობლემა არსებობს და უნდა დარეგულირდეს
ხარისხის კონტროლის პრობლემა არსებობს, ეს პრობლემა გვაქვს ქვეყანაში და სწორედ მისი დარეგულირება არის საჭირო - განაცხადა ირაკლი ღლონტმა.

ქვეყანაში მედიკამენტების ხარისხის კონტროლის პრობლემა არსებობს და უნდა დარეგულირდეს

ჯანდაცვის სამინისტროს ახალ რეფორმასა და ბაზარზე ჯენერიკ-მედიკამენტების სეგმენტის გაფართოების საკითხს ,„ახალგაზრდა რეფორმატორების” ლიდერი ირაკლი ღლონტი ეხმაურება:

„ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე  რეფორმებს მივესალმები და მხარს ვუჭერ. საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის მიუხედავად დღეს, ძირითადი დაწოლა ქვეყანაში ჰოსპიტალურ სექტორზეა. სრულფასოვანი გეგმიური გამოკვლევების ჩატარება საჭიროა მოსახლეობისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, და ეს  ექიმთან ვიზიტის კულტურის დამკვიდრებას უკავშირდება, რაც გარკვეული პრობლემების გამო დღემდე ქვეყანაში დაბალ დონეზეა. სახელმწიფომ ყველანაირად უნდა იზრუნოს, რომ თითოეული მოქალაქის ყურამდე მივიდეს ინფორმაცია. ასევე საჭიროა რეგიონებში ამბულატორიების აღჭურვა და ა.შ”, – აცხადებს ღლონტი.

რამდენად შეძლებს ჯენერიკების სეგემენტის გაფართოება ფარმაცევტულ  ბაზარზე შექმნილი პრობლემების დარეგულირებასა და  მოსახლეობისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პრობლემის გადაწყვეტას, ირაკლი ღლონტი აღნიშნავს:

„ბაზარი დღეს მონოპოლიზებულია. ზოგადად ბაზარზე აბსოლუტურად არ უნდა ერეოდეს ხელისუფლება, თუმცა მედიკამენტების ხარისხის კონტროლი სახელმწიფოს პრეროგატივაა. ის უნდა იყოს სანდო და უსაფრთხო. ამიტომ მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს როლი დიდია რეგულაციის საკითხში, რათა კორუფცია იქნას თავიდან არიდებული. როგორ წარმოგიდგენიათ, ორი-სამი კომპანია, რომელიც დღეს დომინანტია ფარმაცევტულ ბაზარზე, რამდენად გაუწევს მათ კონკურენციას ახალი ჯენერიკები.

წამლის კონტროლის სააგენტო რეალურად მათ ვერ უწევს კონტროლს გარკვეული კორუფციული მექანიზმების არსებობიდან გამომდინარე.  ჩემთვის არ არის ცნობილი, დღეს ბაზარზე შემოდის თუ არა ინდური წარმოების პრეპარატები, მაგრამ რაც ვიცი, გეტყვით, რომ ხარისხის კონტროლის პრობლემა არსებობს, ეს პრობლემა გვაქვს ქვეყანაში და სწორედ მისი დარეგულირება არის საჭირო, ამ ყველაფრის შემდეგ ინდური წარმოების მედიკამენტების მიამრთ ჩამოყალიბდება შესაბამისი ნდობაც და პრაქტიკაშიც უფრო მეტად იქნება გამოყენებული”, – განაცხადა ირაკლი ღლონტმა.

 

reportiori.ge

იხილეთ ასევე

“ფაიზერის” ვაცქინა საქართველოშია

“ფაიზერის” ვაცქინა საქართველოშია. კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატით დატვირთული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წუხელ, 00:20 საათზე დაეშვა. …