მთავარი » ახალი ამბები » ქვეყნები “მაიმუნის ყვავილის” წინააღმდეგ ვაქცინებს იმარაგებენ

ქვეყნები “მაიმუნის ყვავილის” წინააღმდეგ ვაქცინებს იმარაგებენ

ქვეყნები მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ ვაქცინების მარაგებს ქმნიან.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი იმ პროცესებზე საუბრობს, რომლებიც ამ ინფექციასთან დაკავშირებით მსოფლიოში მიმდინარეობს.

„დღეისათვის 300-მდე შემთხვევაა რეგისტრირებული 18 ქვეყანაში (ევროპის ქვეყნები, აშშ, კანადა, ავსტრალია, არაბეთის გაერთიანებული ემირატები).

გასული დღე-ღამის განმავლობაში სამ ახალ ქვეყანაში – ჩეხეთში, სლოვენიასა და ემირატებში – დაფიქსირდა პირველი შემთხვევები.

მხოლოდ გუშინ ბრიტანეთში 14 ახალი პაციენტი დაარეგისტრირეს და საერთო რაოდენობამ 71 შეადგინა.

გერმანიამ შეუკვეთა 40000 დოზა ყვავილის ვაქცინა, რომელიც ასევე ეფექტურია მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ. აშშ-ში მილიონობით დოზის მარაგი შექმნეს.

რამდენიმე დღის წინ FDA ყვავილის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ანტივირუსული პრეპარატის ინტრავენური ფორმა დაამტკიცა. ამ პრეპარატის პერორალური ფორმა რამდენიმე წლის წინ დამტკიცდა. ამჟამად ინტრავენური ფორმა შეიქმნა იმ პაციენტებისთვის, ვისაც ყლაპვა არ შეეძლება.

ადამიანთა ის ნაწილი, ვინც 80-იან წლებამდე ყვავილის საწინააღმდეგოდ იყო აცრილი, მაღალი ალბათობით იმუნურია მაიმუნის ყვავილის მიმართაც.

გასულ წლებში ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინის და ანტივირუსული მედიკამენტების დარეგისტრირების ერთ-ერთი მიზეზი, სავარაუდოდ, ყვავილის, როგორც ბიოლოგიური იარაღის, არსებობა იყო.

2019 წელს უშუალოდ მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაც დარეგისტრირდა,“- განმარტავს ბუწაშვილი.

იხილეთ ასევე

„სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობისთვის დაზღვევა არაა პირველადი საჭიროების პროდუქტი“

ინფლაციის მიუხედავად, სადაზღვევო კომპანიები ახერხებენ ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების ღირებულების ზრდის 10%-ის ფარგლებში შენარჩუნებას. ამის შესახებ …